“ჯერ მშვენიერი ამინდი გვაქვს და შეგვიძლია ღია სივრცეში ვივარჯიშოთ” – მაია ცქიტიშვილი

აუზები და ფიტნეს დარბაზები ის სივრცეა, სადაც უფრო მკაცრი რეგულაციების შესრულებაა საჭირო, აქედან გამომდინარე ჯერ მშვენიერი ამინდი გვაქვს და შეგვიძლია ღია სივრცეში ვივარჯიშოთ და მოდით, ყველაფერს ერთად ნუ გავხსნით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. „აუზები, ფიტნეს დარბაზები ჯერ გახსნილი არ არის. ეს არის ის სფერო, რომელიც ბევრ ქვეყანაში საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, მათ შორის სასტუმროებშიც დახურულია, ვინაიდან ამ ადგილებში ბევრი ადამიანია, ბევრ ზედაპირს ვეხებით, სადაც პირბადით ვარჯიში რთულია, შესაბამისად ეს არის სივრცეები, სადაც უფრო მკაცრი რეგულაციების შესრულებაა საჭირო, აქედან გამომდინარე ჯერ მშვენიერი ამინდი გვაქვს…

მეტი...

„დაინტერესების საგანი უნდა იყოს, როგორ მდიდრდებიან მღვდელმთავრები“ – მღვდელმონაზონი ანდრია სარია

მღვდელმონაზონი ანდრია სარია იმ ქონებაზე ლაპარაკობს, რაც მისივე განმარტებით ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის ხელშია. სასულიერო პისი თვლის, რომ ყველა მღვდელმსახურის ქონების საბანკო ანგარიში გამჭვირვალე უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება მღვდელმონაზონმა “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა. „მეუფე დიმიტრის შეიძლება ვიღაცამ აჩუქოს და ჰქონდეს ქონება, მაგრამ როდესაც საუბარია დიდ თანხებზე კითხვის ნიშნები იკვეთება. სამწუხარო ფაქტი ისაა, როდესაც ვითხოვდით საეკლესიო ქონებებთან დაკავშირებით ინფორმაციებს ეს ხდებოდა დავის საგანი, ეკლესიის ქონება ხვდებოდე კონკრეტული პირების ხელში. ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ეკლესიის ქონება დაისაკუთრა და მიითვისა საეკლესიო პირმა, დაინტერესების საგანი უნდა იყოს როგორ მდიდრდებიან მღვდელმთავრები, არის ეს ის…

მეტი...

გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებული 48 წლის კაცის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 48 წლის კაცის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტს სხეულის 25% აქვს დაზიანებული. შედეგად, მან მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. „სასუნთქი გზების დაზიანებაზე გვაქვს ეჭვი, რომელიც არ გამოკვეთილა ჯერჯერობით. გარკვეული პერიოდი დამწვრობის ცენტრის რეამინაციის განყოფილებაში გააგრძელებს მკურნალობას. დაზიანებული გვაქვს სახის მიდამო, წელის მიდამო, ორივე ზემო კიდური, ორივე ქვემო კიდური უბნობრივად. საერთო ჯამში, 25% მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობაა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა არის სტაბილური და ამ სტაბილურობას, ჩვენდა საბედნიეროდ, ვინარჩუნებთ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი უახლოეს დღეების…

მეტი...

“პრობლემური, მძიმე პაციენტი არ გვყავს. თუმცა, არიან პაციენტები, რომელთა მდგომაროებაც არსებული პნევმონიის გამო მაინც ითვლება მძიმედ” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს პრობლემური, მძიმე პაციენტები აღარ ჰყავს. კლინიკის სამედიცინო დირექოტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ისინი მძიმე პაციენტებად აღარ ფასდებიან. მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში 58 კოვიდდადასტურებული მკურნალობს. „გუშინ გითხარით,რომ ჩვენი სამი მძიმე პაციენტის რადიოლოგიური მონაცემების შედეგებს ველოდებოდით. მიღებული შედეგებით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება, აქედან გამომდინარე, ეს პაციენტები უკვე ამოღებული არიან, როგორც მძიმე პაციენტები და ამ ეტაპზე ჩვენ 58 პაციენტში, პრობლემური, მძიმე პაციენტი არ გვყავს. თუმცა, არიან პაციენტები, რომელთა მდგომაროებაც არსებული პნევმონიის გამო მაინც ითვლება მძიმედ, მაგრამ მათი პროგნოზი კეთილსაიმედოა“,- განაცხადა ეზუგბაიამ. მისივე ინფორმაციით, ამჟამად…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორივე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდანაა. არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი გუშინ დადასტურებული ოჯახის კიდევ ორ წევრს დაუდგინდა. ინფიცირებულები არასრულწლოვნები არიან. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ გუშინ კლინიკაში მიიღეს სამი პაციეტნი უკვე დადასტურებული დიაგნოზით, მეოთხე კი საეჭვო სიმპტომებით, რომელსაც გამოიკვლევენ. ისინი საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნებიან და ერთი ოჯახის წევრები არიან. შესაბამისად, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 58 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. „საქართველოში გვყავდა 794 დადასტურებული შემთხვევა, შემოგვემატა მხოლოდ ორი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 796 პაციენტი დადასტურებული. გამოჯანმრთელებული გაიზარდა ათით და ამჟამად გვყავს…

მეტი...

ქვემო ქართლში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-საქართველოს მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად,  ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც შპს „აგროკომპლექსის” ხილის შემნახველი ახალი საწარმო  გახსნა  და პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში  გაშენებული სუფრის ყურძნის  ბაღი დაათვალიერა. „საქართველოს მთავრობის და „ქართული ოცნების“ დანაპირების შესრულებაა კიდევ ერთი ახალი საწარმო. ქვეყანაში უკვე 200 ერთეულს აჭარბებს სამაცივრე და გადამმუშავებელი  საწარმოების რაოდენობა.  ახალი საწარმოს გახსნით, ქვემო ქართლის მოსახლეობა, ფერმერები მიიღებენ დამატებით სარგებელს, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.  რაც შეეხება სუფრის ყურძნის ახალი ბაღების გაშენებას, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში.…

მეტი...

“ჩვენი ქვეყანა ხელში ანარქისტებმა და მოძალადეებმა ჩაიგდეს” – დონალდ ტრამპი

ბოლო დღეებში შეერთებული შტატები ხელში ჩაიგდეს პროფესიონალმა ანარქისტებმა და მოძალადეებმა – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, თუ შტატების გუბერნატორები და მერები უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე, მაშინ ის სამხედროებს გამოიყენებს. „უდანაშაულო ადამიანებს უმოწყალოდ სცემეს. გავიხსენოთ ახალგაზრდა მამაკაცი დალასში, რომელიც ქუჩაში მიატოვეს ან ქალი ნიუ იორკში, რომელსაც თავს დაესხნენ ავაზაკები. მცირე ბიზნესის მფლობელთა ოცნებები დაიმსხვრა. ნიუ იორკელ ექთნებს, რომლებიც ვირუსს ებრძოდნენ, ახლა სახლიდან გასვლის ეშინიათ. ავაზაკებმა დედაქალაქში ლინკოლნისა და მეორე მსოფლიო ომის მემორიალები დააზიანეს და ერთ-ერთ ისტორიულ ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს. ეს არ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 10-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 796 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 634-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2508 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 300.

მეტი...

„დიდი ალბათობით მეორე ტალღა იქნება და ეს იქნება შემოდგომაზე“ – ალექსანდე გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდე გოგინავა ვარაუდობს, რომ ვირუსის მეორე ტალღა ქვეყანაში შემოდგომზე იქნება, თუმცა ფიქრობს, რომ საქართველო ამ ეტპაპისთვის უფრო მომზადებული იქნება. „დიდი ალბათობით, მეორე ტალღა იქნება და სავარაუდოდ ეს იქნება შემოდგომაზე. რა თქმა უნდა, საქართველო და არა მარტო საქართველო ბევრად უფრო მომზადებულები შევხვდებით, რადგან ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს ამ ვირუსის შესახებ. ასევე, ვვარაუდობთ, რომ ამ დროისთვის შესაძლებელია უკვე იყოს ეფექტური ანტივირუსული პრეპარატი. შესაძლებელია, მალევე მოხდეს ეფექტური ვაქცინის შექმნა. მეორე ტალღა იქნება, თუმცა მას შევხვდებით ბევრად უფრო მობილიზებულები, რაც ბევრად ნაკლებ პრობლემას გამოიწვევს“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 375 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 375 ათასს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ახალი კორონავირუსი ექვს მილიონზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა. ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ აშშ-შია, სადაც მათი რიცხვი მილიონ 800 ათასს სცდება. მეორეზე ბრაზილიაა, სადაც დაავადება 526 ათასზე მეტ მოქალაქეს დაუდგინდა, გარდაიცვალა 29 ათასზე მეტი. მესამეა რუსეთი, სადაც ინფიცირებულია 414 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო გარდაცვლილი 4800-ზე მეტი. ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი გარდაცვლილი დიდ ბრიტანეთშია, სადაც ვირუსი ვერ დაძლია 39 ათასზე მეტმა ადამიანმა. მას მოსდევს ესპანეთი და იტალია. თუმცა, ორივე ქვეყანაში ახალი ინფიცირებულების რიცხვი ბოლო დღეებია იკლებს.…

მეტი...

სამართალდამცავებმა თეთრ სახლთან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს

სამართალდამცავებმა თეთრ სახლთან ახლოს შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მაშინ მოხდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „როუზ გარდენში“ სიტყვით გამოდიოდა და იმუქრებოდა, რომ არეულობის დასასრულებლად ის ქვეყნის დიდ ქალაქებში სამხედროების მობილიზებას განახორციელებდა, თუკი შტატების გუბერნატორები ეროვნულ გვარდიას არ გამოიძახებდნენ. კადრებში ჩანან აქციის მონაწილეები, რომლებსაც ხელები მაღლა აქვთ აწეული და ყვირიან : „არ გვესროლოთ!“ შეგახსენებთ, აშშ-ში რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას…

მეტი...