“თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანი მილიარდებს ხარჯავდა და თქვენ იწერდით – ახლა თქვენ მოდიხართ და მორალს მიკითხავთ” – გიორგი გახარია “ნაციონალურ მოძრაობას”

თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანი მილიარდებს ხარჯავდა და თქვენ იწერდით – გამოდიოდით და ამბობდით, რომ პატრულს ამდენი მანქანა ჰყავს, ამას ჩავაცვით, ამას დავახურეთ, ახლა თქვენვე მოდიხართ და მორალს მიკითხავთ, – ასე უპასუხა პრემიერმა ოპოზიციის მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ დასმულ შეკითხვას. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ფონდში ჩარიცხული დახმარება კეთილი ნებაა და მთავრობა ამას გამოიყენებს. “რეალურად დღეს მიმდინარე სახაზინო ხარჯების ნაწილში,საქართველოს მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ პრობლემა არ გვაქვს. ეს გადმორიცხული დახმარება თითოეული ადამიანის კეთილი ნება იყო და ამ კეთილ ნებას გამოვიყენებთ. მივხედავთ ჩვენ ყველას. ამ სახსრებსაც გამოვიყენებთ იქ, სადაც საჭიროა და სხვა სახსრებსაც…

მეტი...

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, ხოლო ორი არსებული პაციენტების კონტაქტებია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, ორი კი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. ეზუგბაიას თქმით, სატვირთო მანქანის მძღოლი კარანტინში იმყოფებოდა. „სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის სატვირთო მანქანის მძღოლი, დანარჩენი ორი უკვე არსებული, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია. ახალი პაციენტი არ ჩვენს ცენტრში არ შეუყვანიათ“,- აღნიშნა ეზუგბაიამ. მარინა ეზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათ კლინიკა უკვე დატოვეს. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 153 პაციენტი მკურნალობს.

მეტი...

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 5 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

სამხრეთ კორეაში 5 აპრილის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ახალ შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 68 შიდა გადაცემის შედეგია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული, უკავშირდება თუ არა ახალი შემთხვევების ზრდა ე.წ. ღამის კლუბის კლასტერს, რომელთანაც უკვე 200-ზე მეტი შემთხვევაა დაკავშირებული. ღამის კლუბებში გავრცელებული ინფექციის ფონზე, კარანტინში სულ 4,150 ადამიანი იქნა გადაყვანილი.

მეტი...

პრემიერ-მინისტრი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას გამართავს

პრემიერ-მინისტრი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს. პრეზენტაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება. გუშინ, პარლამენტში გამოსვლისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო იპოთეკური სესხის სუბსიდირებას მოახდენს ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გადაწყვეტს.

მეტი...

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მაისის თვეში ვირუსით დღეში საშუალოდ 1 400 ადამიანი იღუპებოდა, რაც აპრილის თვესთან შედარებით ნაკლები მაჩვენებელია, როდესაც ფატალური შემთხვევების საშუალო დღიური რაოდენობა 2 000 იყო. რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, აშშ-ში ეპიდემიის გავრცელების დღიდან კორონავირუსით 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში ბოლო სამი თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1981-1989 წლებში შიდსის ეპიდემიით და ახალი კორონავირუსი გაცილებით მომაკვდინებელია, ვიდრე ბოლო ათწლეულების განმავლობაში გავრცელებული სეზონური გრიპი. „როიტერსის“ ცნობით, აშშ-ში სეზონურმა გრიპმა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 16 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 738 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 16- ით გაიზარდა და 573 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 250- პირი. საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

“რუსმა ექსპერტებმა ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობაში შესვლა უნდა შეძლონ” – ლავროვის უწყება

საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადებები რუსეთიდან წამოსული დეზინფორმაციის შესახებ პროვოკაციულია და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება იმ სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობიდან, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში ხორციელდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებებისა, რომ თავად აკონტროლებენ და აფინანსებენ ლაბორატორიის საქმიანობას, მასში მიმდინარე კვლევები შეერთებულ შტატებსა და მის პარტნიორებთან არის აფილირებული, რაც კითხვებს ბადებს. მივესალმებით საქართველოს მხრიდან ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების მიღებისთვის მზადყოფნას, თუმცა ასეთ ვიზიტს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა, მათ შორის ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებულ შენობაში შესვლას შეძლებენ და ექნებათ წვდომა ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე. ვიზიტი უნდა განხორციელდეს…

მეტი...

ქართული წარმოების პირბადეების ექსპორტი შესაძლოა აშშ-სა და უკრაინაში განხორციელდეს

ქართული წარმოების პირბადეებზე მოთხოვნა არის აშშ-ში, ევროპის ქვეყნებსა და უკრაინაში. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. „სიმართლე გითხრათ, თვალს უხაროდა პარლამენტში დეპუტატებს რომ ვუყურებდი, ეკეთათ ყველას ნაირფეროვანი, სხვადასხვა ფასონის, სხვდასხვა ნაჭრის, სხვადასხვა ფერის, ყველა მაღალი ხარისხის და თითქმის ყველა ქართული წარმოების პირბადე. 20-მდე სხვადასხვა კომპანია აწარმოებს და იმდენად გაჯერდა უკვე საქართველოს ბაზარი, რომ ამ დღეებში დავრთეთ ნება გაიტანონ ექსპორტზე. ამერიკის შეერთებულ შტატებშია მოთხოვნა, არის ევროპულ ქვეყნებში მოთხოვნა, არის უკრაინაში მოთხოვნა. ეს იმას ნიშნავს, რომ იმპორტიორიდან ვიქეცით ექსპორტიორად 2 თვეში“, – აღნიშნა მინისტრმა.

მეტი...

„ყველაზე დამაზიანებელი და დამანგრეველი ვითარება, რეგულაციები არ არსებობს, მაგრამ უნდა გავიხსნათ,“ – ტურიზმის სექტორი მორიგი დარტყმის მოლოდინში

პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლა ტურიზმის სექტორისთვის მორიგი დარტყმა აღმოჩნდა. კერძოდ, როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მათთვის არანაირი რეგულაციები გადაუციათ, თუმცა, ავალდებულებენ, რომ პირველი ივნისიდან მუშაობა განაახლონ.    „მედიაცენტრი მთავარი“ ტურიზმის სექტორის არაერთ მსხვილ წარმომადგენელს ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ მორიგი დარტყმის მოლოდინში არიან.   „პრემიერმა გააკეთა ჩვენი სექტორისთვის ყველაზე მეტად დამაზიანებელი განცხადება. რეგულაციები არ გვაქვს და გამოაცხადა რომ ვიხსნებით. სავარაუდოდ, 30-ში მოგვცემენ რეგულაციებს და 1 ივნისს უნდა გავიხსნათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას შეუძლია, გვიჩივლოს. დიდი სასტუმროები 1 აგვისტომდე ვერ გაიხსნება, რადგან აზრი არ აქვს, თანამშრომლები გაშვებული გვყავს უხელფასო შვებულებაში, რადგან მუშაობა არ…

მეტი...