პარლამენტის პიკეტირება დღეისთვის დასრულებულია – გადაწყვეტილება აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს

პარლამენტის პიკეტირება დღეისთვის დასრულებულია. აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანო ჩაიკეტება მუდმივად, როდესაც დეპუტატები პარლამენტში შეკრებას გადაწყვეტენ. ამ დროისთვის, პარლამენტის შენობის მიმდებარედ აქცია ჩვეულ რეჟიმში, გაშლილი კარვებით გრძელდება. იქ დარჩებიან მოქალაქეები და გაშლილ კარვებში ღამეს გაათენებენ. დღეს აღარც სიტყვით გამოსვლები იგეგმება. 

მეტი...

“ქართულმა ოცნებამ” მისცა მორალური უფლება საზოგადოებას, ნებისმიერი ფორმით გამოხატოს პროტესტი” – ლევან კობერიძე

დამოუკიდებელი დეპუტატები სესიას დაესწრებიან. დღეს მმართველი გუნდის წევრები 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. დღესვე საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში, ფინანსთა მინისტრს, ვანო მაჭავარიანს ელოდებიან.  პარლამენტის წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” ქმედებამ მისცა საზოგადოებას უფლება, რომ ნებისმიერი ფორმით გამოხატონ საკუთარი პროტესტი. “ის, რაც გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, რასაც ხალხის ნების უგულებელყოფა და საზოგადოების გადაგდება ჰქვია, მისცა მორალური უფლება მთელს საზოგადოებას, ნებისმიერი ფორმით გამოხატოს პროტესტი მის წინააღმდეგ. ფორმები უკვე არის კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ სხვადასხვანაირად შემუშავებული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მორალური უფლება სწორედ “ქართული ოცნების” ნაბიჯმა, გადაგდებამ მისცა საზოგადოებას,“ – განაცხადა ლევან კობერიძემ.

მეტი...

“ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება არის დაუშვებელი და მიუღებელი” – ირაკლი ღარიბაშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანას განვითარებისთვის, გარდა ოკუპაციისა და სიდუხჭირისა, საფრთხეს ქმნის რადიკალური ოპოზიციური ძალა. მისი თქმით, სახელმწიფო ძლიერია, რომ სათანადოდ გასცეს პასუხი ნებისმიერ გამოწვევას. „ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მინდა, ერთი რამ განვაცხადო, როგორც მთავრობის წევრმა და პოლიტიკურმა მდივანმა, დღეს გარდა ოკუპაციისა, ეკონომიკური სიდუხჭირისა, უმუშევრობის გამოწვევების და პრობლემებისა, ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას წინ უდგას კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, კერძოდ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი. მათი ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება არის დაუშვებელი…

მეტი...

“პარლამენტი 200 “ნაციონალის” დასაბლოკი არ არის” – ირაკლი კობახიძე

“სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელმწიფოს სახე. ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ხელისუფლების სახე” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის შეფასებით, აქციაზე სამართალდამცველები კანონის შესაბამისად ახდენენ რეაგირებას და მათი განსაკუთრებული მობილიზება პრევენციის მიზნით განხორციელდა. “ბუნებრივია 200 “ნაციონალის” დასაბლოკი საქართველოს პარლამენტი არ არის. შესაბამისად, სამართალდამცველი ორგანოები შესაბამის ზომებს იღებენ. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ სამართალდამცავი ორგანოები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ზომებით იყოს უზრუნველყოფილი პარლამენტის მუშაობა. მიტინგების უსასტიკესი დარბევა ჩვენი ხელისუფლების პირობებში აღკვეთილია,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

“ყველას მოვუწოდებ, ხელი აიღონ პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისგან” – მამუკა მდინარაძე

“აქციის მონაწილეების ნაწილი პერმამენტულად უტევს ეკლესიას და ყველას მოვუწოდებ, ხელი აიღონ პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისგან. რაც არ უნდა ურწმუნო იყო, პატივი უნდა სცე შენი ქვეყნის იდენტობას და კულტურას,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. პოლიტიკოსებს დეპუტატი მოუწოდებს, საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდნენ და  ვითარების განმუხტვა დიალოგის გზით დაიწყონ. “არ მგონია, რომ დისკომფორტი, უხერხულობა არის ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს პრიორიტეტული და არა სახელმწიფოს და პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება. საუბრობენ გარკვეულ დიალოგზე, კი ბატონო საპარლამენტო ფორმატში საუბარი შეიძლება ნებისმიერ თემაზე, მაგრამ ეს შეიძლება მას შემდეგ, რაც ისინი დაეშვებიან მიწაზე. ქუჩის მარგინალური მეთოდები…

მეტი...

“დაიშალეთ! ბერლინის კედელი აგიგიათ შუა ქალაქში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე ლითონის ბარიკადების აღმართვას სოციალური ქსელში ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა შუა ქალაქში ბერლინის კედელი ააგო. “დაიშალეთ! ვინაიდან ამასობაში ივანიშვილმა შემოიღო უკვე გერმანული მოდელი-ბერლინის კედელი აგიგიათ შუა ქალაქში”,- წერს ფეისბუკში სააკაშვილი.

მეტი...

“იმ ადამინებთან დგომა, რომლებიც კასრების ჩანაწერების ავტორები არიან, უხერხულია” – გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფო თავისი მოქალაქეების მიმართ ლოიალური უნდა იყოს. მისივე თქმით, საპროტესტო აქცია დემოკრატიულ ქვეყანაში უცხო არ არის, თუმცა უხერხულია იმ ადამიანებთან ერთად დგომა, რომლებიც კასრებში აღმოჩენილი ჩანაწერების ავტორები არიან. ამასთან, გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს მხარდამჭერები საყვედურობენ, გაცილებით მკაცრები ყოფილიყვნენ და რეალობა ხალხისთვის ნათლად ეჩვენებინათ. „ქვეყანა, სახელმწიფო უნდა იყოს ლოიალური თავისი მოქალაქეების მიმართ და არც საპროტესტო აქცია არ არის ახალი ევროპული დემოკრატიისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ადამინებთან ერთად  დგომა, რომლებიც ავტორები არიან კასრების ჩანაწერების, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს აღმოვაჩინეთ, არის ძალიან უხერხული, განსაკუთრებით…

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დიალოგის რესურსს ვერ ვხედავ” – ანრი ოხანაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ყოველთვის მზადაა, დიალოგი გამართოს იმ ადამიანებთან, რომლებსაც კონსტრუქციული საუბარი შეუძლიათ. ოხანაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დიალოგის რესურსს ვერ ხედავს. „ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის და კონსტრუქციული საუბრისთვის იმ ხალხთან, ვისაც კონსტრუქციული საუბარი შესწევს. ვნახეთ, რომ იქ მდგომი ადამიანების, ე.წ ოპოზიციური ლიდერების უმეტესობას არ სურს კონსტრუქციული დიალოგი. შესაბამისად, მე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დიალოგის რესურსს ვერ ვხედავ. ადამიანებთან, რომლებიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მოუწოდებენ კანონდარღვევისკენ, იქ მდგომ ზოგიერთ ახალგაზრდას ბოროტად იყენებენ და რომლებიც ირიენტირებული არიან, შურისძიების ყველა ფორმა გამოიყენონ, რათა როგორღაც იქნებადა ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ, თუმცა მათ…

მეტი...

“ყველა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს დესტრუქციის შემოტანას პარლამენტში, ვერ განხორციელდება” – დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მისივე თქმით, ვერ განხორციელდება ვერც ერთი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტის ფუნქციონირებაში რაიმე სახის დესტრუქციული ქმედების შეტანას. „პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს განსახილველი, ბევრი კანონპროექტია ქვეყნისთვის აუცილებლად მისაღები. ყველა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს რაიმე სახის დესტრუქციის შემოტანას პარლამენტის ფუნქციონირებაში, რა თქმა უნდა, განხორციელებული ვერ იქნება“ ,- განაცხადა მათიკაშვილმა. მათიკაშვილის განმარტებით, პროტესტი მისაღებია, თუმცა კანონის ფარგლებში. „ყველაფერი ის, რაც ცილდება კანონს და ექცევა სისხლის სამართლის ან სხვა რომელიმე კოდექსის ფარგლებში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან…

მეტი...

პრესკლუბი “მთავარი” მუშაობას აჩერებს

დღეიდან, პრესკლუბი „მთავარი“ მუშაობას აჩერებს. პრესკლუბში არ გაიმართება პრესკონფერენციები და ეს არის ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაცია „მედიაცენტრ მთავარში“ ორჯერ შემოიჭრნენ საპროტესტო აქციის ახალგაზრდული ფრთის – „სირცხვილია“ და „გაბედეს“ წარმომადგენლები, რომლებმაც პრესკონფერენცია ჩაშალეს და მთელს შენობაში შექმნეს გარკვეული სახის დისკომფორტი, რადგან შემოჭრა მოხდა კერძო საკუთრებაში, რის გამოც „მედიაცენტრი მთავარი“ დარჩა ოფისის გარეშე და შექმნილი ქაოსისა და არეულობის გამო, იძულებულები გავხდით ფართი, რომელიც იყო  კერძო საკუთრება დაგვეტოვებინა. ბოდიშს ვუხდი ოფისში მომუშავე იმ ადამიანებს, ვისაც „მედიაცენტრი მთავარის“ გამო, დისკომფორტი შეექმნათ და არაერთგზის შეეზღუდათ მუშაობის უფლება; ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ორგანიზაციებს,…

მეტი...

“შეშას არ შემოვატანინებთ, 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ” – შს მინისტრი

“ვფიქრობ, რომ ეს უნდა გადავიდეს კედელს მიღმა, კაბინეტებში, პარლამენტში და არა ქუჩაში ცეცხლის დანთებით და ხის ნაჭრების სროლით პოლიციელებისადმი ” – განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აქციას დაშლიან, თუ მომიტინგეები გზებს გადაკეტავენ და დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს. „დაიშლება ქცია, თუ დაიწყებენ გზის დაკეტვებს, ცეცხლის დანთებას, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, გადაკეტავენ მთელ ქალაქს, რა უნდა გავაკეთოთ, სახლში წავიდეთ, დავიშალოთ, დავიძინოთ?  შეშას არ შემოვატანინებთ, არც კასრებს შემოვატანინებთ, არ არის ეს ნორმალური. 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ, ნუ დააბრუნებენ მოსახლეობას. ამბობდნენ, სპეციალურად გვყინავენ, ვუთხარით, რომ შემოეტანათ გენერატორები, დენის გამათბობლები, ვუთხარით, რომ…

მეტი...

“უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების დესტრუქციული ქმედება მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას” – გიორგი გახარია

“ერთმნიშვნელოვნად ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ეს დესტრუქციული ქმედება მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან მთავრობის წევრებს მოუწოდა, რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში, ეფექტიანად განაგრძონ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება. „ეს არ ნიშნავს ცალკეული ინსტიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას. ამიტომ მინდა, მოგიწოდოთ თითოეულ თქვენგანს გავაორმაგოთ ჩვენი ყურადღება, ჩვენი კონცენტრაცია, რამეთუ ყოველდღიურად ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელოთ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება, რადგან ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ მედიკოსზე, მასწავლებელზე, პოლიციელზე, რიგით მოქალაქეებზე“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

“უსაფრთხოების მიზნით გადავწყვიტეთ დაგვეყენებინა რკინის კონსტრუქციები, აქციის შემდეგ მოვხსნით” – ვაჟა სირაძე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან რკინის ჯებირები უსაფრთხოების მიზნით დადგა. როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რკინის ბარიკადებს საპროტესტო აქციების დასრულებისთანავე აიღებენ.   ვაჟა სირაძის განმარტებით, ჭიჭინაძის ქუჩა თავისუფალია და მოქალაქეებს სწორედ ამ გზით შეუძლიათ გადაადგილება. “ეს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო იმის გამო, რომ თავიდან აერიდებინათ ყველა შესაძლო ინციდენტი. პოლიციური ძალები განლაგებულნი არიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან როგორც ოპოზიციურმა ძალებმა განაცხადეს, კვლავ აპირებდნენ პარლამენტის შენობის ბლოკირებას. დასრულდება თუ არა აქცია, შესაბამისად მოვხსნით ბარიკადებს. ჭიჭინაძის ქუჩიდან არის თავისუფალი ასასვლელი და შეუძლია სწორედ ამ გზით ისარგებლოს ნებისმიერმა მოქალაქემ. უსაფრთხოების მიზნით…

მეტი...

სამართალდამცველებმა ჩიტაძის ქუჩა ლითონის კონსტრუქციებით გადაკეტეს

სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის მიერ დაანონსებული პარლამენტის პიკეტირების პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აღსანიშნავია, რომ პოლიციელებმა ჩიტაძის ქუჩა ლითონის კონსტრუქციებით გადაკეტეს. რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, ის ჯერჯერობით თავისუფალია. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას დღესაც განაგრძობენ. დემონსტრანტების თქმით, წერტილოვანი დარტყმები გაგრძელდება და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას.  აქციის მონაწილეები დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უმზადებენ და აცხადებენ, რომ სესიის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

მეტი...

“სამწუხაროა მათი გატეხილი თავი, დაზარალებული და ტყუილად გადაყრილი ძალა, შანსი არ აქვთ” – ბიძინა ივანიშვილი

“20 ივნისის ამბოხის მსგავსი რაღაც იგეგმებოდა და საკადრისი პასუხი გაეცა”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, 20 ივნისს სამწუხაროდ დაზიანდნენ მოქალაქეები, მაგრამ ამ დღეს მოხდა სახელმწიფო ინტიტუტის დაცვა. „20 ივნისის შემდეგ გაგრძელდა სამთვიანი აქციები და ნელ-ნელა გაიშიფრა რა უნდათ და რისთვის არიან ესენი ქუჩაში, რას ითხოვენ, რას იცავენ. გამოიკვეთა, რომ მათ პროპორციული არჩევნები არ უნდოდათ, სხვა რამ უნდათ და მარტივი ასახსნელია, რა უნდათ. როგორც ჰქონდათ ბელადისადმი მიმართება, ერთი ერთზე მოგვაწერენ ჩვენ. ჩვენს გუნდში დემოკრატიაა. მე ბუნებით დემოკრატი ვარ, ოჯახი იქნება, თუ გარეთ იქნება, და გუნდშიც სწორედ ეს დამოკიდებულება…

მეტი...

“ამომრჩეველს შეუძლია, ჩვენ დაგვსაჯოს, მაგრამ ესენი ვინ არიან, ქუჩაში რომ დგანან” – ბიძინა ივანიშვილი

” ამ ხალხს შუბლის ძარღვი რომ გაწყვეტილი აქვთ, დიდი ხანია, გასაგებია, მაგრამ ამ ხალხს ელემენტარული ლოგიკა აქვს დაკარგული “, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მოკავშირე არასამთავრობოებთან, რომლებმაც სრულად პროპორციულ სისტემაზე თავის დროზე თქვეს უარი, „ქართულ ოცნებას“ პასუხი არ აქვს გასაცემი. „ყველასთან შეგვიძლია ჩვენ ვილაპარაკოთ. საზოგადოებასთან, რა თქმა უნდა, პასუხი გვაქვს გასაცემი, რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ. ამისთვის არსებობს არჩევნები და არჩევნების პროცესი დაწყებულია უკვე. ამათ შეუძლიათ, ასწიონ ეს თემა, შეახსენონ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, მართალია ცალმხრივი, დავპირდით, ვერ…

მეტი...

Apple-მა რუკებზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მონიშნა

კომპანიამ Apple რუსეთის მოთხოვნა დააკმაყოფილა და საკუთარ აპლიკაციებში რუკაზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მონიშნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია საერთაშორისო თანამეგობრობის დიდმა ნაწილმა დაგმო. რუსეთში მყოფი მომხმარებლები Apple-ის რუკებსა და ამინდის აპლიკაციაში ყირიმს რუსეთის ტერიტორიაზე ხედავენ, აპლიკაციების სხვა ქვეყნებიდან გახსნის შემთხვევაში კი ყირიმი არცერთი ქვეყნის ტერიტორიად არის მონიშნული. რუსეთისა და Apple-ის მოლაპარაკებები რუკასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. თავდაპირველად კომპანია აცხადებდა, რომ შეეძლო, ყირიმი გაურკვეველ ტერიტორიად მოენიშნათ – ის არც უკრაინის ნაწილი იქნებოდა და არც რუსეთის. თუმცა როგორც დუმაში აცხადებენ, Appl-მა მათი მოთხოვნა, საბოლოოდ, დააკმაყოფილა.

მეტი...

“წყლის ჭავლის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც საჭირო” – Amnesty International

“ქართველმა სამრთალდამცველებმა თავი უნდა შეიკავონ გადამეტებული ძალის გამოყენებისგან პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაცია წერს, რომ  ძალა მხოლოდ იმ შეთხვევაში უნდა გამოიყენონ,  თუ არაძალადობრივი ზომები ეფექტიანი არ იქნება, სამართალდაცველები კი უნდა შეეცადონ, აქციის მონაწილეთა დაშავება და სხეულის დაზიანება მინიმუმამდე დაიყვანონ. Amnesty International აღნიშნავს, რომ ძალა მხოლოდ იმ პირების წინააღმდეგ უნდა იყოს გამოყენებული, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში არიან ჩართული.  განცხადების მიხედვით, 18 და 26 ნოემბერს სპეცრაზმმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებსაც პარლამენტის შესასვლელები ჰქონდათ ბლოკირებული,  წყლის ჭავლი ცივ ამინდში გამოიყენა – 26 ნოემბერს ოთხი მონაწილე დაშავდა, ერთმა კი…

მეტი...

ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოში განიხილავს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოში დაგეგმილ შეხვედრებზე განიხილავს.  “დღეს რა მოცემულობაშიც ვართ, ამას ვერც ჯანსაღს დავარქმევთ და ვერ პოლიტიკურ პროცესს. რა თქმა უნდა, ყველას პასუხისმგებლობაა, მაგრამ პირველ რიგში მმართველი გუნდის და ხელისუფლების, რომ საზოგადოებას ისეთი საარჩევნო სისტემა შესთავაზოს, რომელთან დაკავშირებითაც ამხელა ვნებათაღელვა და კითხვები არ იქნება. მე ვარ წარმოდგენილი ჯერ კიდევ როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი, ვიდრე საქართველოს პარლამენტი არ შეარჩევს ახალ დელეგაციას და ხელმძღვანელს. ვაპირებ, სხვა საკითხებთან ერთად  ვისაუბრო ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე, რომელიც ჯერ კიდევ უკანონო პატიმრობაში იმყოფება და რომლის გათავისუფლებაც, რაც შეიძლება სწრაფად არის აუცილებელი და…

მეტი...

“მიკროავტობუსების ტარიფზე ხელის ხლებას მერია არ აპირებს” – ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი აუცილებლად დაიწყება, თუმცა მგზავრობის ტარიფი არ უნდა გაიზარდოს. როგორც მან აღნიშნა, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადება მგზავრობის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, მერიისთვის მიუღებელია. „დღეს ქალაქს დაახლოებით, 1 500-მდე მიკროავტობუსი ემსახურება. კვლევის მიხედვით, აღნიშნული რაოდენობა მცირდება, რადგან ბაზარი ავტობუსსა და მიკროავტობუსს სხვადასხვანაირად გადაანაწილებს. თბილისის მერმა დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და პირადად მე, მკაფიო დავალება – ორკვირიანი ვადა მომცა. საჯაროდ ვაცხადებ, რომ ამ დავალებას, რა თქმა უნდა, შევასრულებ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლებს დღეს უკვე შეხვდა, სადაც მათი მხრიდან…

მეტი...

ოპოზიციური პარტიები ხვალ დილიდან პარლამენტის პიკეტირებას აანონსებენ

ხვალ, დილის 08:30-დან ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს.  გადაწყვეტილება “ახალი საქართველოს” ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერების ნაწილი დაესწრო. მათ შორის “ევროპული საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა”, “გირჩი” და “ლელო”. შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი მოძრაობების – “შეცვალე”, “სირცხვილია” და “გაბედე” წარმომადგენლები.  აქციის მონაწილეები, პიკეტირების მიზნით, არა მხოლოდ პარლამენტთან, არამედ მიმდებარე ქუჩებზეც დილიდანვე დაიწყებენ შეკრებას და მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ დაიძვრებიან.

მეტი...

“კლინიკებს აქვთ არჩევანი, დატოვონ სახელმწიფო პროგრამა” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი ტარიფები სრულად ემყარება არსებულ პრაქტიკას. თამარ გაბუნიას თქმით, ტარიფები საერთაშორისო მეთოდოლოგიით დადგინდა და ისინი უკვე ძალაშია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, კლინიკა, რომელიც, ამოქმედებული რეგულაციების გამო ხედავს რისკს ფინანსური ან ხარისხის კუთხით და მიიჩნევს, რომ ეს რისკი გადაულახავია, მას აქვს არჩევანი, აღარ მიიღოს მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. „სახელმწიფო დიდი შემსყიდველია, მაგრამ არა ერთადერთი და ბევრი პაციენტია, რომელიც თავად აფინანსებს მკურნალობას, ასევე არის სადაზღვევო სექტორი,“ – განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, სახელმწიფო მეტად ითანამშრომლებს იმ კლინიკებთან, რომლებიც პაციენტებს მრავალმხრივ სერვისებს მიაწვდიან. თამარ გაბუნიას განცხადებით, მაღალხარისხიანი სერვისები უმჯობესია, იყოს დიდი…

მეტი...

“მედიაცენტრი მთავარის” საგანგებო განცხადება მედიაორგანიზაციაში შეჭრასთან დაკავშირებით

მივმართავ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს, აიღონ პასუხისმგებლობა „მედიაცენტრ მთავარში“ მათი „ახალგაზრდული ფრთის“ წარმომადგენლების შეჭრასთან დაკავშირებით და დაგმონ მომხდარი ფაქტი – ძალადობა დამოუკიდებელ მედიაზე; მივმართავ უფლებადამცველ არასამთავობო ორგანიზაციებს, გააკეთონ მომხდარი ფაქტის შეფასება და დაიცვან დამოუკიდებელი მედიის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და პროფესიული საქმიანობა, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია; მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, მოახდინონ ფაქტის შეფასება და დაიცვან დამოუკიდებელი მედია. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, დღეს (27.11.2019) უკვე მეორედ, საინფორმაციო საშუალება „მედიაცენტრ მთავარში“ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების „ახალგაზრდული ფრთის“ წარმომადგენლები შემოიჭრნენ. მათ „მედიაცენტრ მთავარს“ არ მისცეს მუშაობის საშუალება, ასევე, სტუმარს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, რომელიც „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი ელიზაბეთ რუდს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ  ელიზაბეთ რუდს შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

მეტი...

კვიპროსში საქართველოს მოქალაქეს უვადო პატიმრობა მუსაჯეს

კვიპროსში, მკვლელობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს, გიორგი ბარათაშვილს კვიპროსის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.  ადგილობრივი მედიის ცნობით, მსჯავრდებულმა 56 წლის ქალს 16 ჭრილობა დანით მიაყენა. შემთხვევა 2018 წლის 12 ნოემბერს მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბარათაშვილი დანაშაულის ჩადენის დღესვე დააკავეს. ბარათაშვილმა დანაშაული აღიარა.

მეტი...

მამუკა ბახტაძეს ტყუპები შეეძინა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ტყუპები შეეძინა. ახალშობილებს ანა და გიორგი დაარქვეს.  გავრცელებული ცნობით, ბახტაძის რჩეული ყოფილი მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა, რომელთანაც მას 6-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან მიმდინარე წლის 2 სექტემბერს გადადგა. ის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2018 წლის 20 ივნისიდან იკავებდა.

მეტი...

„თბილისის მიკროავტობუსი“ ავტოპარკს ტარიფის გაძვირების შემთხვევაში განაახლებს

„თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხზე დედაქალაქის მერ კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს. „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, დოლარის კურსის ცვლილებამ, რომელმაც, მისივე განმარტებით, დაახლოებით 50 მილიონი ლარის ზარალი მიაყენათ, ავტოპარკის განახლებას ხელი შეუშალა. „თბილისის მიკროავტობუსის“გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის ზარალზე მუშაობენ. „2011 წლიდან ვოპერირებთ და 2031 წლამდე გვაქვს ლიცენზია. 2011 წელს, როდესაც საკონკურსო პირობებით მოვიპოვეთ ლიცენზია, ჩვენ „თბილისის მიკროავტობუსის“ პარკი მთლიანად განვაახლეთ. დაახლოებით, 63 მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნა ჩადებული და მაშინ გახსოვთ, დოლარის კურსი იყო დაახლოებით, 1.65. ჩვენი ბიზნეს გათვლა იყო ამ კურსზე და ჩადებული გვქონდა 10-20…

მეტი...

2020 წელს ხაშურს შემოვლითი გზა ექნება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. 2020 წლისთვის ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება და სახიდე გადასასვლელების მშენებლობის დასკვნითი სამუშაოები სრულდება. სამშენებლო სამუშაოებს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მისი პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნენ.„ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა, ეს არის მონაკვეთი, რომელიც ექსპლუატაციაში მომავალ წელს უნდა შევიდეს და ხაშურს ექნება შემოვლითი გზა. ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განუყოფელი ნაწილი და პრაქტიკულად,…

მეტი...

ერთი მოკლული, 4 დაჭრილი – პანკისის ხეობაში ორ გვარს შორის დაპირისპირება მოხდა

პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად, ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებულებმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ისინი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. დაპირისპირების ორი ვერსია არსებობს: პირველია- “ხადორი 3”- ის ჰესის მშენებლობა, მეორე ვერსიად კი  მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის წლების წინ დაწყებული დაპირისპირება სახელდება, რაც  კონფლიქტის მუდმივი მიზეზი იყო. შსს-მ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო .

მეტი...

სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს

სტრასბურგში, დღეიდან ექვსი თვის განმავლობაში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს. ეს ფაქტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას ეძღვნება. სპეციალური ტრამვაით, რომელზეც ქართული ანბანი და ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგო არის დატანილი, ევროპის საბჭოს სასამართლო შენობიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა; სტრასბურგის მერმა, როლანდ რაისმა; ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა, ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსმა იმგზავრეს. სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის, დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სტრასბურგის მერიის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მონაწილეობით. ცერემონიის ფარგლებში გაიჭრა სიმბოლური…

მეტი...

“შექმნილ ვითარებაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა რთულად წარმოსადგენია ” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არანაირი კომპრომისი არ ჩანს. ვოლსკის თქმით, ოპოზიცია ითხოვს, მთავრობა გადადგეს, რიგგარეშე პროპორციული არჩევნები ჩატარდეს და არსებულ ვითარებაში საკმაოდ რთულად წარმოსადგენია შეთანხმების მიღწევა. „პარლამენტის თავმჯდომარე რასაც ამბობს, ეს წინააღმდეგობაში არ მოდის იმასთან, რასაც პარტიის თავმჯდომარე აცხადებს. ჩვენთან ისეთი სისტემა არ არის ჩამოყალიბებული, როცა ერთი ადამიანი მართავს. ეს არის შეთანხმებული პოზიცია, ყველანაირი პოლიტიკური განცხადება არის გუნდის პოზიცია და არა ერთი რომელიმე ადამიანის. შექმნილ ვითარებაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა რთულად წარმოსადგენია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მეტი...

საქართველოსა და რუსეთს შორის ავია მიმოსვლა შესაძლოა, 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგეს

საქართველოსა და რუსეთს შორის ავია მიმოსვლა, შესაძლოა, 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგეს. როგორც გამოცემა “იზვესტია” სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა მიმდინარე წლის ბოლომდეც იგეგმებოდა, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ამას ხელი საქართველოში საპროტესტო აქციებმა და პოლიტიკურმა კრიზისმა შეუშალა.. ორ ქვეყანას შორის ავიმიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა. 

მეტი...

ფილმში: „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღებული ბავშვის მშობელმა სახალხო დამცველისგან დახმარებაზე უარი მიიღო (ვიდეო)

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემქმნელებთან დავა საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება. როგორც ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამამ ზურაბ ღვინიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და სახალხო დამცველისგან დახმარებაზე უარი მიიღო და საქალაქო სასამართლოში გადაამისამართეს. „მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვითხოვდით ფილმში ბავშვების უკანონოდ და მოტყუებით გადაღებისთვის დაეწყოთ გამოძიება. ოფიციალური პასუხი მოგვივიდა, რომ დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს და მირჩიეს, სასამართლოს მივმართო. შსს-სგან  ვითხოვდით, დაწყებულიყო ძიება რატომ მოხდა მცირეწლოვანი ბავშვების უკანონოდ ჩართვა ფილმის გადაღებაში და არ გაგვიმხილეს რაზე იყო დაფუძნებული ეს ფილმი.  შსს-მ ჩაატარა ძიება და გადაგვამისამართა სასამართლოში. გვითხრეს რომ ჩვენ ვერ…

მეტი...