ერთი მოკლული, 4 დაჭრილი – პანკისის ხეობაში ორ გვარს შორის დაპირისპირება მოხდა

პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად, ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებულებმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ისინი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები.

დაპირისპირების ორი ვერსია არსებობს: პირველია- “ხადორი 3”- ის ჰესის მშენებლობა, მეორე ვერსიად კი  მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის წლების წინ დაწყებული დაპირისპირება სახელდება, რაც  კონფლიქტის მუდმივი მიზეზი იყო.

შსს-მ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო .

მსგავსი თემები