“უმრავლესობის სხდომა ვერ ჩაგვინიშნია მაგათი შიშით, რომ რამე არ იტლიკონონ” – მამუკა მდინარაძე

“ხალხი, რომელიც დაიპარება ქუჩებში, სხვას აბრალებენ ამას” – ამ სიტყვებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენელებს მიმართა, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ. მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომების ჩანიშვნა ხდება საქმიანი მიზნით და არავის ემალებიან. “2012 წლის შემდეგ ესენი დაიპარებიან, ქუჩაში ვერ გამოდიან ნორმალურად და ცოტა დააკვირდნენ რას ლაპარაკობენ. უმრავლესობის სხდომა ვერ ჩაგვინიშნია მაგათი შიშით, რომ რამე არ იტლიკონონ მერე. დააკვირდნენ რას ლაპარაკობენ. ეს ჩვეული სტილია, გავიგე, გასასაგებია. უმრავლესობის სხდომის ჩანიშვნა და საქმეზე საუბარი არ ნიშნავს სადღაც შეპარვას,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მეტი...

“ლიდერები არ უნდა იქცეოდნენ ისე, რომ თავში ურტყამდნენ პოლიციელებს, ჩაფხუტს ამხობდნენ და მერე წესრიგს ითხოვდნენ” – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის პროტესტს ფარსს და მიუღებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტებს სხვა პერსპექტივა არ გააჩნიათ. “თუ მათ სურთ, რომ ქვეყნის მართვაში მიიღონ მონაწილეობა, ლიდერები არ უნდა იქცეოდნენ ისე, რომ თავში ურტყამდნენ პოლიციელებს , ჩაფხუტს ამხობდნენ და თან გამოდიოდნენ და საზოგადოებრივ წესრიგს ითხოვდნენ. ეს არის ფარსი, მიუღებელი, ეს არის მათი პოზა, იმიტომ რომ სხვა პერსპექტივა მათ არ გააჩნიათ,” – განაცხადა ხუნდაძემ. ხუნდაძის თქმით, სამართლებრივ ქვეყანაში არავის უნდა უკვირდეს თუ კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება იქნება. “სამართლებრივ ქვეყანაში არ უნდა უკვირდეთ, ყველას ვალდებულებაა, რომ დაიცვან სამართლებრივი წესრიგი, დაიცვან კანონი. ვინც უნდა აღასრულოს, კანონის…

მეტი...

“ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, ხელისუფლებას გვაქვს თმენის ვალდებულება” – ლადო კახაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლადო კახაძეს განცხადებით, პროცესებმა, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს პოლიტიკურ ველზე უნდა გადმოინაცვლოს. კახაძის შეფასებით, ხელისუფლებას თმენის ვალდებულება აქვს. “ძალიან ბევრი ადამიანი გარედან გვეუბნება, რომ როგორ ითმენთ ამდენს. პირველი მესიჯი იყო ასეთი – ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ხელისუფლებას გვაქვს თმენის ვალდებულება და პროვოკაციებზე არ უნდა წამოვეგოთ. პროცესები უნდა გადავიტანოთ პოლიტიკურ ველზე,” – განაცხადა ლადო კახაძემ.

მეტი...

გიგი უგულავა აქციაზე ტაქსით დაბრუნდა

სამართალდამცავებმა გიგი უგულავა გაათავისუფლეს. უგულავა რამდენიმე წუთის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციაზე, ტაქსით დაბრუნდა. „რაღაც ამდაგვარს ველოდი. გზაში რა განმარტებაც გააკეთეს, იყო ის, რომ რადგან ერთ-ერთი ლიდერი ბრძანდებით, შეიძლება თქვენ სიტყვას ესკალაცია მოჰყოლოდაო და ჩემ სიტყვას თუ შეიძლება ესკალაცია მოჰყვეს, მივიღებ კომპლიმენტად“, – განაცხადა აქციაზე დაბრუნებულმა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო, რა დროსაც პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის გიგი უგულავა და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააკავა.

მეტი...

“ოპოზიცია პოლიტიკურად გაკოტრებულია, ამიტომ მიდიან რადიკალიზმზე” – ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეებს გამოხატვის თავისულებას არავინ უზღუდავს, თუმცა კანონის დარღვევის შემთხვევაში პოლიცია დაიცავს წესრიგს. დეპუტატის განცხადებით, პარლამენტი აგრძელებს მუშაობას. მისი თქმით, პროტესტი დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელია. “ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების საშუალება და აბსოლიტურად ნორმალური პროცესი მიდის, როცა ოპოზიცია აპროტესტებს რაღაცას, თუმცა, ვალდებულება აქვს პოლიციას დაიცვას წესრიგი. ამიტომ, აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ოპოზიცია პოლიტიკურად გაკოტრებულია, ამიტომ მიდიან რადიკალიზმზე. რაც შეეხება მათ პროტესტს, მოვუწოდებ კანონის ფარგლებში იმოქმედონ და არაფერი პრობლემა ექნებათ გამოახტვის თავისუფლებასთან. პარლამენტი აგრძელებს მუშობას და არანაირი სესია არ ჩაშლილა. დემოკრატიულ ქვეყანაში ასე…

მეტი...

სამართალდამცავებმა გიგი უგულავა და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააკავა

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სამართალდამცველებმა “ევროპული საქართელოს” ლიდერი გიგი უგულავა და რამდენიმე აქტვისტი დააკავა. ვითარება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაძაბულია. შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება. ოპოზიციის ლიდერები ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლას და თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

მეტი...

“200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ, ეს მათთვის საშიშია“ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

“გვიწევს რეალურად დეპუტატების შეკავება, რომ რაღაცნაირად არ გამოხატონ ემოციები, რომლებიც აქვთ ამ გარე აქციასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკური ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, რადგან აქციაზე 200 კაცზე მეტს ვერ კრებენ. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია კრიზისსა და მილევად რეჟიმშია. „ეს 100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომელიც დგას პარლამენტის გარშემო, თუ ემოციებზეა საუბარი. ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში. 200 კაცზე მეტს ვერ კრებენ. ოპოზიცია ეძებს გამოსავალს იმ კრიზისული მდგომარეობიდან, რომელშიც არიან ჩავარდნილი. ისინი არიან მძიმე კრიზისში, მილევად რეჟიმში. არა მარტო აქციის…

მეტი...

აქციის მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება. ოპოზიციის ლიდერები ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლას და თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

მეტი...

“დღეს პარლამენტის შესასვლელების დაკავების აზრს ვერ ვხედავ” – გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება არ მოხდება. როგორც გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პროტესტი გრძელდება და მომავალ კვირაში ბევრი სიახლე იქნება. „ყოველი დღე არის ჩვენი გამარჯვება. დღეს პარლამენტარებს მოუწიათ დილის შვიდ საათზე მოსვლა, რომ შეპარულიყვნენ საპარლამენტო შენობაში იმ შიშით, რომ მიიღებდნენ ნეგატიურ დამოკიდებულებას საზოგადოების მხრიდან. ჩვენი გეგმით ვმოქმედებთ. მშვიდობიან, არაძალადობრივ კამპანიას ვაგრძელებთ. მომავალ კვირაში ჩვენ ბევრი ტაქტიკური სიახლე გვექნება და ვიბრძოლებთ, ვიდრე არ იქნება ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო სისტემა. დღეს პარლამენტის შესასვლელების დაკავების აზრს ვერ ვხედავ. მისია მიღწეულია, რომ დილის 7…

მეტი...

“ჩვენ, როგორც მეზობელი ქვეყანა, დაინტერესებულები ვართ, ვიცოდეთ დეტალები, რას მიაღწიეს თბილისმა და ნატო-მ” – გრიგორი კარასინი

“რუსეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში, ასევე რეგიონში ნატო-სა და აშშ-ის აქტივობებს, რაც ასევე გავლენას ახდენს მოსკოვისა და თბილისის ორმხრივ ურთიერთობებზე”, – ეს განცხადება რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას გააკეთა. დიპლომატის განცხადებით, მოსკოვი დაინტერესებულია, ნატოსა და თბილისის ურთიერთობით. „ჩვენ ახლა ვხედავთ ქართულ პოლიტიკაში გარკვეულ ქმედებებს, რომლებიც არა პირდაპირ, თუმცა საერთო ჯამში გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. კონკრეტულად, ჩვენ ვაკვირდებით რეგიონში ნატო-სა და აშშ-ის აქტივობას. სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ ნატო-სთან შეთანხმება განაახლა. ჩვენ, როგორც საქართვლოს მეზობელი ქვეყანა, დაინტერესებულები ვართ, რომ ვიცოდეთ დეტალები, რას მიაღწიეს თბილისმა და ნატო-მ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მეტი...

“პარლამენტის შესასვლელის ბლოკირების უფლებას ვერ მივცემთ” – ვაჟა სირაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე პარლამენტთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ პროტესტი მშვიდობიან ფარგლებში გამოხატონ და შესასვლელების ბლოკირება არ მოახდინონ. ვაჟა სირაძის განცხადებით ჯერჯერობით რკინის ჯებირების აღმართვა არ იგეგმება. “ადგილზე მობილიზებულია შსს-ს პოლიციური ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. რკინის ჯებირები არ შეინიშნება ადგილზე და ჯერჯერობით არ ვაპირებთ, რომ აღვმართოთ. აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, რომ გამოხატონ თავიანთი პროტესტი მშვიდ ვითარებაში, რაც შეეხება შესასვლელის ბლოკირებას ან ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას, ამის უფლებას ვერ მივცემთ და შესაბამისად მოვუწოდებთ, რომ დაიცვან კანონი,” – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მეტი...

საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციაა მობილიზებული

პარლამენტთან, რომლის პიკეტირებასაც საპროტესტო აქციის მონაწილეები გეგმავენ, უკვე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. პოლიციას ჯერჯერობით საკანონმდებლო ორგანოსთან რკინის კონსტრუქციები არ მიუტანია, რითიც გუშინ პარლამენტის ტერიტორია იყო შემოსაზღვრული და საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან სპეციალური დერეფნები ჰქონდათ შექმნილი. შეგახსენებთ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაანონსებული აქვთ, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან 10 საათისთვის შეიკრიბებიან. დემონსტრანტები პროტესტისა და პიკეტირების შეწყვეტას არ აპირებენ.

მეტი...

“ქეთო და კოტე” კონსერვატორიის სცენაზე – ცნობილი ოპერა 100 წლის იუბილეს ზეიმობს

კონსევატორიის დიდ სცენაზე, “ქეთო და კოტე” პირველად იდგმება. ვიქტორ დოლიძის ცნობილი ოპერა წელს 100 წლის იუბილეს ზეიმობს. 1919 წელს დაწერილი კომიკური ოპერა სამ მოქმედებად, რეჟისორის გადაწყვეტით ოდნავ სახეცვლილია. ოპერას სალაპარაკო რეჩიტატივებიც დაემატა. საოპერო დადგმაში ცაგარელის “ხანუმადან” რამდენიმე გამონათქვამი და ​ ტაბლიაშვილის ფილმიდან სცენებიც მოხვდა. “ქეთო და კოტე” კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს საავტორო უფლება მფლობელთა ასოციაციის მხარდაჭერით იმართება. 1 საუკუნის წინ შექმნილი ოპერა რომელიც სატირას წარმოადგენს თავად-აზნაურობის ყოფას ასახავს. კომედიაში მოცემულია 2 სხვადასხვა სოციალური ფენის ყოფა-ცხოვრება და ვაჭარ ტყუილკოტრიშვილების სიხარბის მაგალითები. მათი დაპირისპირება და მაჭანკლის მიერ დამოყვრების ორგანიზება. ხანუმა, რომელიც მდიდარი თავადის გულის მოგებას სხვადასხვა ხრიკით გეგმავს. ფოლკლორისა და ქალაქური მუსიკის ელემენტებით გაჯერებული ოპერა, დღესაც…

მეტი...

„წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულეს

„წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულეს. როგორც „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაია ქარდავამ განაცხადა, ვაჟა გაფრინდაშვილმა „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს უთხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „დღეს მეორედ ვიყავით ბატონ ვაჟასთან ცხინვალის ციხეში. დღის მეორე ნახევარში შედგა ეს ვიზიტი. ოჯახის მიერ შევსებული წითელი ჯვრის საბარათე ბლანკი გადაეცა მას. მან საპასუხო წერილი ამჯერადაც გამოუგზავნა ოჯახს, რომლის სკანირებული ვერსიაც გადავეცით დღეს ოჯახს. სამწუხაროდ, მე სრულად არ ვარ უფლებამოსილი, რომ დეტალურად გესაუბროთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მისი თქმით, ის თავს გრძნობს ნორმალურად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა…

მეტი...

პარლამენტის პიკეტირება ხვალ დილიდან ისევ იგეგმება

პარლამენტის პიკეტირების აქცია 29 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან განახლდება. ინფორმაციას  ამის შესახებ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავენ “ბატონო ბიძინა, გწერთ “ბელადის მიერ მართული ახალგაზრდები”, დიახ, ჩვენ ვერც დაჭერის შიშით შეგვაჩერებთ, ვერც ნიკა ლალიაშვილთან მონოლოგის დროს თითის ქნევით, ვერც თქვენი ტრიუკებითა და ვერც დასახიჩრების შიშით. ჩვენთვის თქვენ ერთადერთი მიზეზით ხართ საშიში – ქვეყანას აზიანებთ და ჩვენ არ მოგცემთ საშუალებას, ეს ქნათ. საქართველო არასდროს გახდება რუსეთი, ჩვენ სხვა ქვეყნებში სამუშაოდ კი არ წავალთ – აქ დავრჩებით, ვიქნებით ევროპის ნაწილი, განვვითარდებით პროდასავლური კურსით.. უფრო მეტიც, ის ადამიანებიც დაგვიბრუნდებიან, რომლებმაც ქვეყანა წლებია დატოვეს – სხვა…

მეტი...

ხვანის, ჭალოვანის, ნიგვზარას, ბერეთისა და კორბოულის სიახლოვეს ქარის ელექტროსადგურები აშენდება

იმერეთის სოფლების ხვანის, ჭალოვანის, ნიგვზარას, ბერეთისა და კორბოულის სიახლოვეს ქარის ელექტროსადგურები აშენდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქარის ენერგეტიკული პოტენციალი შეფასებულია დაახლოებით 1500 მგვტ, წლიური 5 მლრდ. კვტ.სთ გამომუშავებით, ჩატარებული კვლევების შედეგად, დადგინდა, რომ საქართველოს ენერგოსისტემაში 2021 წლის ჩათვლით, შესაძლებელია მხოლოდ 350 მგვტ-მდე სიმძლავრის ქარის სადგურების ინტეგრირება სისტემაში არსებული დღევანდელი რეზერვების გათვალისწინებით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქარის ენერგეტიკის პარალელურად, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ინვესტორებთან როგორც ჰიდრო, ასევე თბოელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით. 2018-2019 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა 11 ჰესი, რომელთა დადგმულმა სიმძლავრემ დაახლოებით 100 მგვტ-ი, ხოლო ინვესტიციების…

მეტი...

“ფეისბუქი” და “ინსტაგრამი” შეფერხებით მუშაობს

სოციალური ქსელები – „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში შეფერხებით მუშაობს. შეფერხების მიზეზი ჯერ უცნობია. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით მუშაობა საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს.

მეტი...

ორი წლის განმავლობაში, დედაქალაქში არსებული ავტოპარკი 347 ავტობუსით განახლდა

ორი წლის განმავლობაში, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ტრანსპორტის მიმართულებით რამდენიმე მსხვილი პროექტი განახორციელა, მათი ნაწილი ამჟამადაც მიმდინარეობს.  მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2018 წლიდან კომპანია „სითი პარკის“ ნაცვლად, პარკირების ოპერატორის ფუნქცია შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ გადაეცა. კომპანიაში შეიქმნა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები და საწარმოო ბაზა. სრულად შეიცვალა ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების მართვის მოდელი, რისთვისაც შეიქმნა პარკირების პროცესის სამართავი ელექტრონული სისტემა – www.parking.tbilisi.gov.ge.    ქალაქის ცენტრალურ უბნებში ამოქმედდა და ეტაპობრივად ვრცელდება ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალი სისტემა. მისი მიზანია, პარკირების სისტემის სრულყოფა, ვიზიტორთათვის პარკინგის გამარტივება, ამავე ქუჩების მცხოვრებთათვის საპარკინგე ადგილებზე წვდომის გაუმჯობესება, პარკირების ზონებში სატრანსპორტო ნაკადების…

მეტი...

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო იქმნება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, ახალი სსიპ-ი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო იქმნება. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობისა და მზრუნველობის მიმართულებით ფუნქცია-მოვალეობები სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაეცემა. აღნიშნული სააგენტო, გარდა იმისა, რომ კვლავ იქნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფუნქციების შესრულებაზე კომპეტენტური დაწესებულება, ამავდროულად, პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის განხორციელებაზე. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებას პარლამენტმა პირველი…

მეტი...

„როდესაც ოპოზიცია დაბრუნდება კონსტრუქციულ რეჟიმში, ყველა თემაზე ვილაპარაკებთ“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან დიალოგის დაწყების წინაპირობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნების  შემდეგ მათთან ნებისმიერ თემაზე ისაუბრებენ. „მე და ჩემმა კოლეგებმა დღეს გავაკეთეთ განცხადება და აღვნიშნეთ, რომ დიალოგის რეჟიმი ყოველთვის არის მისაღები. ეს პროცესი კი მანამდე არ დაიწყება, სანამ ოპოზიციის წარმომადგენლები მიწაზე არ დაეშვებიან და არ მიხვდებიან, რომ ქუჩის საპროტესტო აქციები მხოლოდ და მხოლოდ მათ მარგინალიზაციას უწყობს ხელს და მეტს არაფერს. რეალურად, როდესაც ისინი დაბრუნდებიან კონსტრუქციულ რეჟიმში, ვილაპარაკებთ ყველა თემაზე.  ვილაპარაკოთ ნებისმიერ თემაზე, მაგრამ რაც გონებასთან და აზრთან ახლოს იქნება. მოკლე ექსკურსს გავაკეთებ და ვიტყვი მაგალითად, რომ “ნაცმოძრაობა” გვიპროტესტებს ოკუპაციას, როდესაც მათ დაკარგეს და ჩააბარეს ტერიტორიები. ისინი წავიდნენ მერე ორ თვეში და ხმა მისცეს რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ „ომი საქართველოს დაიწყო“. ეს „გაუპრავეს“ და ისინი გვიპროტესტებენ ოკუპაციას. ისინი აპროტესტებენ პროპორციულ სისტემაზე ვადაზე ადრე გადასვლას, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ სხვათა შორის, მაშინ როდესაც ყველას კარგად გვახსოვს, რომ პროპორცია – 50 მაჟორიტარი და 100 პროპორციული შეცვალეს მაჟორიტარების სასარგებლოდ.…

მეტი...

“თუ “ქუჩის ოპოზიციას” ხალხის ნდობა აქვს, პარლამენტის კარებს ნუ ამტვრევს, არჩევნებს დაელოდოს” – ნინო წილოსანი

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის შეფასებით, ოპოზიციისა და დემონსტრანტების პროტესტის ფორმა გამოხატვის თავისუფლებისა და ცივილურობის ფარგლებს სცდება. წილოსანი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირების ნაცვლად, არჩევნებს უნდა ელოდებოდეს.  “გამომდინარე იქიდან, რომ არ ჰქონდათ მათ საკმარისი რაოდენობა ეფექტური აქცია მოეწყოთ, ისინი ოჯახის წევრებით იყვნენ წარმოდგენილი და ძალიან კარგი, რომ ასეთი იდეოლოგიური ერთობა აქვთ. ისინი ცდილობდნენ, რომ მაქსიმალური ქაოსი შეექმნათ. ის საქციელი, რასაც ისინი ჩადიოდნენ, ჩემთვის პირადად არ ჯდება არანაირ გამოხატვის თავისუფლებაში და არც ცივილურობაში. ეს “ქუჩის ოპოზიცია”, თუ ისინი ირწმუნებიან, რომ მათ აქვთ ხალხის ნდობა, პარლამენტის კარებს კი არ უნდა ანგრევდეს, უნდა ელოდებოდნენ საპარლამენტო არჩევნებს…

მეტი...

დღგ-ის ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზე დაკავებულებიდან, უმეტესობა სახელმწიფო უწყებების ყოფილი თანამშრომლები არიან

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზე, 102 ადამიანის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, აქედან 62 პატიმრობაში იმყოფება. მისივე თქმით, დაკავებულთა უმეტესი ნაწილი სახელმწიფო უწყებების ყოფილი თანამშრომლები არიან. „საკმაოდ მცდარი აზრია იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესმენები არიან დაკავებული და სად არიან სახელმწიფო მოხელეები. ძალიან ძნელია ამ 62 ადამიანისთვის ბიზნესმენის დარქმევა. საკმაოდ ბევრი მათგანი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ყოფილი თანამშრომელია, მათ შორის შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, მეტსაც გეტყვით, მათ შორის პროკურატურის. ასევე არის რამდენიმე კვაზი ბიზნესმენი, ზოგი მათგანი წლების წინ სხვადასხვა თაღლითურ სქემაში მონაწილეობდა, ზუსტად დღგ-ს თაღლითობებზე იყვნენ ნასამართლევი“, – განაცხადა მაჭავარიანმა…

მეტი...

“ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას, ოღონდ ამისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა” – ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ ლარი გამყარდება, თუმცა, მისი თქმით, ამისთვის პოლიტიკური სტაბილურობაა საჭირო. ივანე მაჭავარიანის თქმით, როდის გამყარდება ეროვნული ვალუტა, კონკრეტული ვადების დასახელება რთულია. „ლარის კურსი, როგორც ყოველთვის, არის შიდა და გარე ფაქტორების კომბინაცია. კურსი კარგა ხანია ტრიალებს 3-ის მიდამოში – 2.95-დან 3-მდე. ყველა წინაპირობა და მოცემულობა არის, რომ უნდა დაიწყოს ქვემოთ სვლა. ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას, ოღონდ ამისთვის რასაკვირველია, მნიშნველოვანია პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური პროგნოზირებადობა და ბიზნესისთვის კომფორტის შექმნა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მეტი...

“ვფიქრობ, ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში სახლში იქნება” – გრიგორი კარასინი

“ასეთი შემთხვევა აღარ უნდა განმეორდეს, ვაჟა გაფრინდაშვილის პრობლემა, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გადაიჭრება”,- ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა გრიგორი კარასინმა პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კარასინის თქმით, შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძემ პირველ რიგში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი დააყენა. „ვისაუბრეთ სირთულეებზეც. საუბრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ წამოჭრა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი. ჩვენ, თავისთავად, საქმის კურსში ვიყავით. გვქონდა კავშირი, კონტაქტი, როგორც ქართულ, ასევე, ოსურ მხარესთან სხვადასხვა დონეზე. იმედი გვაქვს, ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაიჭრება, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენი მხრიდან გაჟღერდა აზრი იმის თაობაზე, რომ მუდმივად უნდა ვმოქმედებდეთ ჟენევის…

მეტი...

თბილისის მერიამ 2 წლის განმავლობაში კაპიტალურად შეაკეთა და მოაწესრიგა 80 ქუჩა, გამზირი და აღმართი

თბილისის მერიამ 2 წლის განმავლობაში 80 ქუჩის, გამზირისა და აღმართის რეაბილიტაციისა და მოწყობის სამუშაოები განახორციელა. აღნიშნული პროექტებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 145 389 000 ლარი დაიხარჯა. კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 5 781 205 მ2  ფართობის გზის საფარი. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, დასრულდა შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტები: შარტავას ქუჩა, სარაჯიშვილის გამზირი, კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლები, ნოდარ დუმბაძის გამზირი, პეტრიწის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, რობაქიძის გამზირი, სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზა, ფალიაშვილის ქუჩა. ლეხ კაჩინსკის ქუჩა, რამიშვილის ქუჩა, ჩიქოვანის ქუჩა და სამგორის რაიონში, სამხედრო დასახლების შიდა გზები. “ამჟამად ხორციელდება კახეთის გზატკეცილის, ჭავჭავაძის…

მეტი...

გარემოს დაცვის კომიტეტი ნინო წილოსანმა ჩაიბარა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ კახაბერ ჯუჭავა აირჩიეს

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის მიზნით მორიგი კენჭისყრები ჩატარდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანი – 76 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩიეს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ გურამ მაჭარაშვილის არჩევას, – 81 მომხრე ჰყავდა და არცერთი წინააღმდეგი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ  83 ხმით არც ერთის წინააღმდეგ კახაბერ კუჭავა აირჩიეს. საპარლამენტო თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა. ამის გამო პარლამენტის თავმჯდომარე 2 მოადგილის, ხოლო 3 კომიტეტი თავმჯდომარის გარეშე დარჩა.

მეტი...

პარლამენტში ახალი ფრაქცია იქმნება, მარიამ ჯაშის ხელმძღვანელობით

“დამოუკიდებელი დეპუტატები” – პარლამენტში ამ სახელით ახალი ფრაქცია იქმნება. საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან დეპუტატები – ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ჯაში და ზვიად კვაჭანტირაძე. ფრაქციას უმრავლესობიდან წასული მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს. ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით განცხადება დეპუტატებმა უკვე ჩააბარეს პარლამენტის კანცელარიას.

მეტი...

პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა მიმდინარეობს

5 თვიანი პაუზის შემდეგ პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა იმართება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, შეხვედრაზე  ვაჟა გაფრინდაშვილის დროულად გათავისუფლებაზე გაამახვილებს ყურადღებას. როგორც პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, საქართველო ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ ექიმი ოჯახს მალე დაუბრუნდეს.  კარასინთან შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. მოლაპარაკებები ტრადიციულად, სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებსაც დაეთმობა. “ჩვენი პრიორიტეტია ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი და მისი უმოკლეს დროში გათავისუფლება. უმთავრესია, რომ ეს პიროვნება რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნოთ ოჯახს,” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მეტი...

“ივანიშვილისთვის მთავრია ქართული სახელმწიფოს სწრაფი განვითარება” – თეა წულუკიანი

“ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ გვაჩვენა, რომ ესაა ადამიანი, რომელსაც არ აქვს პირადი ინტერესი, იმყოფებოდეს იქ, სადაც არის, ანუ მმართველი ძალის სათავეში”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ კონკრეტული აქცენტები დასვა იქ, სადაც აქცენტების ადგილი იყო. „ეს ინტერვიუ მთლიანად გვაჩვენებდა იმას, რაც არის და ვინც არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც მთავარია ქართული სახელმწიფოს სწრაფი განვითარება იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. მნიშვნელოვანი აქცენტი გახლდათ ის, რომ კედელზე რტყმას არ აქვს აზრი, პარტიებმა არჩევნებზე იზრუნონ. ვერანაირი ხელშეშლა, ვერც მთავრობის და ვერც პარლამენტის…

მეტი...

“კახი კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან” – გიორგი გახარია

“დღევანდელი ღონისძიება არის იმის დამადასტურებელი, რამდენად ეფექტურად მუშაობს დღეს მერია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კახი კალაძემ კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან. პრემიერი დარწმუნებულია, რომ თბილისის მერი სრულად შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც მას გააჩნია ქალაქის წინაშე. “მთავარია, რომ თბილისში თითოეული მოქალაქე გრძნობს და აქვს შეხება იმასთან, როგორ ვითარდება და როგორი მეტად ევროპული ხდება ეს ქალაქი. მე დარწმუნებული ვარ, კახი კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ის სრულად…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილმა გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს” – გიორგი გახარია

” ის მიზანი, რომელიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში დავინახეთ, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია და ეს არის ის, რა მიმართულებითაც ვმუშაობთ “, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხაზგასმა იმისა, რამდენად რთულია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცედურების სრული დაცვით ქვეყნის წარმატებულად მართვა. „ეს ის გამოწვევა და ვალდებულებაა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. მარტივია ქვეყნის მართვა, როდესაც შენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს იყენებ უკანონოდ, ძალადობრივად. რთულია ქვეყნის მართვა, როდესაც აბსოლუტურად დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში, სადაც მედია სრულად თავისუფალია, გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება, სადაც ისეთი…

მეტი...

“ივანიშვილის ანალიზი, როგორც ყოველთვის, იყო ძალიან სიღრმისეული და საჭირო” – მაია ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ შეაფასა. მაია ცქიტიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტიის ლიდერმა საზოგადოებას მოვლენების მსგავსი ანალიზი შესთავაზა.  “ის ანალიზი, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, ისევე, როგორც ყოველთვის, არის ძალიან სიღრმისეული, ძალიან საჭირო. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ოპოზიციის ლიდერებს ასეთი ტიპის ანალიზი არ მოსწონთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ანალიზი პარტიის ლიდერის მხრიდანაც მოისმინეს,” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მეტი...

“რას აკეთებთ იმისათვის, რომ თუნდაც სამთვიანი პროგრამით გადაამზადოთ ფერმერები აგრონომიის კურსებზე“ – სიმონ ნოზაძე გიორგი ხანიშვილს

სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მომზადებისა და კოოპერატივებთან დაკავშირებით, სოფლის მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობის შესახებ დაუსვა კითხვა პარლამენტის წევრმა, სიმონ ნოზაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს გიორგი ხანიშვილს, რომელმაც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განსახილველად გამოიტანა კანონპროექტისასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. დეპუტატის აზრით, დღეს მთლიანად სოფელში სიტუაცია უკეთესია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. თუმცა, დეპუტატის აზრით მეტად ორგანიზებული უნდა გახდეს ეს საქმე. ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სპეციალისტების, ზოოტექნიკოსების ნაკლებობის შესახებ. „ძველი აგრონომების ცოდნა მაგალითად მეხილეობაში აღარ ყოფნის. სულ ახალი ჯიშებია შემოტანილი, ახალი სასუქები და წამლებია მიღებული და ახალი ცოდნა სჭირდება. რას აკეთებთ იმისათვის, რომ პროფესიულ სასწავლებლებში, თუნდაც სამთვიანი პროგრამით…

მეტი...

ბიუჯეტის 27-28% ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ 2 წლიანი მოღვაწეობის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე მომავალში განსახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრა. როგორც კალაძემ აღნიშნა, 2020 წლის თბილისის მერიის ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური პროექტები იქნება. “2020 წლის ბიუჯეტში იქნება ორი ძირითადი პრიორიტეტი – პირველი, ესაა ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს ქალაქში ამ მიმართულებით, მაგრამ გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პრობლემები, რომელიც გვაწუხებს სწრაფად მოვაგვაროთ. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჯანდაცვა და სოციალური დაცვა. ბიუჯეტის დაახლოებით 27-28%  ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად იქნება მიმართული,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

სამართალდამცავები ჩიტაძის ქუჩაზე აღმართულ რკინის ბარიერებს ხსნიან

სამართალდამცავები პარლამენტის მიმდებარედ, ჩიტაძის ქუჩაზე აღმართულ რკინის ბარიერებს ხსნიან. ეს გადაწყვეტილება სამართალდამცავებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დღეისთვის დასრულებულად გამოაცხადეს. შეგახსენებთ, პარლამენტის შესასვლელების დაანონსებული პიკეტირების გამო, პოლიციელებმა ჩიტაძის ქუჩა ლითონის კონსტრუქციებით გადაკეტეს.

მეტი...

“არ მგონია, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, ხელისფულებას სხვა პასუხი ჰქონოდეს არაკანონიერ ქმედებაზე” – ნათია თურნავა

“აქციები შეიძლება, დისკომფორტს ქმნიდეს, თუმცა თუ კანონს არ ეწინააღმდეგება, სრულიად მისაღებია. არაკანონიერ ქმედებებს კი, შესაბამისი პასუხი გაეცემა”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრმა მედიასთან მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა. „რაც შეეხება აქციებს, გამოსვლებს, დემონსტრაციებს, შეიძლება ეს დისკომფორტის შემქმნელი იყოს, მაგრამ რა ნაწილშიც ეს არ ეწინააღმდეგება კანონს, არის სრულიად მისაღები, დემოკრატიული პროცესი. რაც შეეხება არაკანონიერ გამოვლინებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი მუშაობისთვის ხელის შეშლისკენ და კონსტიტუციური უწყებების პარალიზებისა და საბოტირებისკენ, ამას ძალიან ადეკვატური პასუხი გაეცემა, სრულიად ცივილიზებული. არ მგონია, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში სხვა პასუხი ჰქონოდეს ხელისუფლებას ამაზე“, – განაცხადა თურნავამ. რაც შეეხება შექმნილი…

მეტი...