“კლინიკებს აქვთ არჩევანი, დატოვონ სახელმწიფო პროგრამა” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი ტარიფები სრულად ემყარება არსებულ პრაქტიკას.

თამარ გაბუნიას თქმით, ტარიფები საერთაშორისო მეთოდოლოგიით დადგინდა და ისინი უკვე ძალაშია.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კლინიკა, რომელიც, ამოქმედებული რეგულაციების გამო ხედავს რისკს ფინანსური ან ხარისხის კუთხით და მიიჩნევს, რომ ეს რისკი გადაულახავია, მას აქვს არჩევანი, აღარ მიიღოს მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.

„სახელმწიფო დიდი შემსყიდველია, მაგრამ არა ერთადერთი და ბევრი პაციენტია, რომელიც თავად აფინანსებს მკურნალობას, ასევე არის სადაზღვევო სექტორი,“ – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო მეტად ითანამშრომლებს იმ კლინიკებთან, რომლებიც პაციენტებს მრავალმხრივ სერვისებს მიაწვდიან. თამარ გაბუნიას განცხადებით, მაღალხარისხიანი სერვისები უმჯობესია, იყოს დიდი ზომის მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში, სადაც პაციენტი მიიღებს გარანტირებულ სერვისს და არ იყოს ეს მომსახურებები გაფანტული.

მსგავსი თემები