ოპოზიციური პარტიები ხვალ დილიდან პარლამენტის პიკეტირებას აანონსებენ

  •  

ხვალ, დილის 08:30-დან ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს. 

გადაწყვეტილება “ახალი საქართველოს” ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერების ნაწილი დაესწრო. მათ შორის “ევროპული საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა”, “გირჩი” და “ლელო”. შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი მოძრაობების – “შეცვალე”, “სირცხვილია” და “გაბედე” წარმომადგენლები. 

აქციის მონაწილეები, პიკეტირების მიზნით, არა მხოლოდ პარლამენტთან, არამედ მიმდებარე ქუჩებზეც დილიდანვე დაიწყებენ შეკრებას და მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ დაიძვრებიან.

მსგავსი თემები