“ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება არის დაუშვებელი და მიუღებელი” – ირაკლი ღარიბაშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანას განვითარებისთვის, გარდა ოკუპაციისა და სიდუხჭირისა, საფრთხეს ქმნის რადიკალური ოპოზიციური ძალა.

მისი თქმით, სახელმწიფო ძლიერია, რომ სათანადოდ გასცეს პასუხი ნებისმიერ გამოწვევას.

„ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მინდა, ერთი რამ განვაცხადო, როგორც მთავრობის წევრმა და პოლიტიკურმა მდივანმა, დღეს გარდა ოკუპაციისა, ეკონომიკური სიდუხჭირისა, უმუშევრობის გამოწვევების და პრობლემებისა, ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას წინ უდგას კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, კერძოდ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი. მათი ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება არის დაუშვებელი და მიუღებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები