“ქართულმა ოცნებამ” მისცა მორალური უფლება საზოგადოებას, ნებისმიერი ფორმით გამოხატოს პროტესტი” – ლევან კობერიძე

დამოუკიდებელი დეპუტატები სესიას დაესწრებიან. დღეს მმართველი გუნდის წევრები 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. დღესვე საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში, ფინანსთა მინისტრს, ვანო მაჭავარიანს ელოდებიან. 

პარლამენტის წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” ქმედებამ მისცა საზოგადოებას უფლება, რომ ნებისმიერი ფორმით გამოხატონ საკუთარი პროტესტი.

“ის, რაც გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, რასაც ხალხის ნების უგულებელყოფა და საზოგადოების გადაგდება ჰქვია, მისცა მორალური უფლება მთელს საზოგადოებას, ნებისმიერი ფორმით გამოხატოს პროტესტი მის წინააღმდეგ. ფორმები უკვე არის კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ სხვადასხვანაირად შემუშავებული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მორალური უფლება სწორედ “ქართული ოცნების” ნაბიჯმა, გადაგდებამ მისცა საზოგადოებას,“ – განაცხადა ლევან კობერიძემ.

მსგავსი თემები