“ყველა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს დესტრუქციის შემოტანას პარლამენტში, ვერ განხორციელდება” – დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

მისივე თქმით, ვერ განხორციელდება ვერც ერთი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტის ფუნქციონირებაში რაიმე სახის დესტრუქციული ქმედების შეტანას.

„პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს განსახილველი, ბევრი კანონპროექტია ქვეყნისთვის აუცილებლად მისაღები. ყველა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს რაიმე სახის დესტრუქციის შემოტანას პარლამენტის ფუნქციონირებაში, რა თქმა უნდა, განხორციელებული ვერ იქნება“ ,- განაცხადა მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის განმარტებით, პროტესტი მისაღებია, თუმცა კანონის ფარგლებში.

„ყველაფერი ის, რაც ცილდება კანონს და ექცევა სისხლის სამართლის ან სხვა რომელიმე კოდექსის ფარგლებში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პასუხის ქვეშ იქნება“ ,- აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი თემები