,,დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად იყენებს”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მიერ დომინანტობის შენარჩუნების მცდელობის შედეგად, მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი იზრდება.

პუტინის თქმით, ”დასავლეთი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი დომინირება, უკრაინელი ხალხი კი გახდა ამ მისწრაფებების მსხვერპლი”.

„ასეთი ქმედებების მძიმე შედეგებს დღეს უკრაინაში ვხედავთ. რამდენიმე წლის განმავლობაში დასავლეთი ურცხვად ეუფლებოდა და ექსპლუატაციას უწევდა მის რესურსებს, ხელს უწყობდა გენოციდს და ტერორს დონბასში, ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, კოლონიად აქცია და ახლა ცინიკურად იყენებს უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად, ტარანად, აგრძელებს რა უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას, დაქირავებულების გაგზავნას, დასავლეთი მას თვითმკვლელობის გზაზე უბიძგებს“, – აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი თემები