„ბოქლომი, ხელბორკილი, დაპატიმრება, სტაგნაცია, გაჩერება ეს ყველაფერი იყო და არის მათი ხელწერა“ – მერაბ ქვარაია (ვიდეო)

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას განცხადებით, უცნაური არ არს, რომ ოპოზიცია ბრძოლის სიმბოლოდ ბოქლომს ირჩევს. „რაც შეეხება ბოქლომიზაციის პროცესს, რასაც ჩვენ დღეს ვადევნებთ თვალყურს “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, უცნაური არც არის და  ნიშანდობლივიც კია, რომ საკუთარი საქმიანობის სიმბოლოდ ბოქლომი აირჩიეს“ – ეს განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მისივე შეფასებით, რამდენიც არ უნდა აბოქლომონ „ქართული ოცნება“ ყოველთვის გაათავისუფლებს საზოგადოებას.

„ბოქლომი, ხელბორკილი, დაპატიმრება, სტაგნაცია, გაჩერება ეს ყველაფერი იყო და არის მათი ხელწერა. თუმცა, რამდენიც არ უნდა აბოქლომონ, „ქართული ოცნება“ და ჩვენ, ყოველთვის გავათავისუფლებთ საზოგადოებას, ისე, როგორც მოხდა ეს 2012 წელს. დღეს, მათ მიერ აგორებული კამპანია ძირითადად გინებაზე, შანტაჟზე, ხმაურზე და დესტრუქციაზეა ფოკუსირებული, რადგან, ეს მათი ხელწერაა“ – განაცხადა მერაბ ქვარაიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები