ოპოზიცია მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს ბოქლომებით მიადგა –  ვითარება ზუგდიდში (ფოტოკოლაჟი)

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, მხარდამჭერებთან ერთად, მუნიციპალიტეტებში გადანაწილდა და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს ბოქლომებით მიადგა.

მათ შორის იყო ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის – მერაბ ქვარაიას ბიურო. თავად დეპუტატი კი ამ დროისთვის, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას მართავდა და საარჩევნო სისტემაზე საუბრობდა.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შენობაში შეღწევას და ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ მაჟორიტარის მხარდამჭერებმა არმისცეს. როგორც კი მათ დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაცია მედიისგან შეიტყვეს, აქციის დაწყებამდე ბიუროში მხარდასაჭერად მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავებიც.


მსგავსი თემები