ეუთო, ახალი რეზოლუციით, მოსკოვს ყირიმის დეოკუპაციისკენ მოუწოდებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტმა მიიღო ანტირუსული რეზოლუცია, რომლითაც მოსკოვს ყირიმის დეოკუპაციისკენ მოუწოდებენ. რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანასა და მინსკის შეთანხმების საფუძველზე, კონფლიქტის დარეგულირებას ითხოვს. რეზოლუციის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს, ყველა მხარემ უნდა გაიტანოს მსხვილკალიბრიანი შეიარაღება და ბოლო უნდა მოეღოს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას. კომიტეტმა ასევე უარყო რუსეთის დელეგაციის შესწორება, რომელიც ანტირუსული ფორმულირების შემსუბუქებას ითხოვდა. რეზოლუციაში რუსეთი „საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული რაკეტების“ შეთანხმების შეჩერებისთვისა გაკრიტიკებული.

მეტი...

“თქვენ მე საქართველოში ძეგლი უნდა დამიდგათ” – რუსეთის დუმის დეპუტატი

რუსეთის სანიტარული სამსახურის ყოფილი უფროსი, გენადი ონიშჩენკო ქართველებს მისი ძეგლის დადგმას სთხოვს, რადგან, როგორც ამბობს, ქართული მეღვინეობის კულტურის შენარჩუნება მისი დამსახურებაა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია „ედინაია როსიას“ წევრი აღიარებს, რომ რუსეთის ემბარგო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ქართული პროდუქციის ხარისხი სანიტარული სამსახურისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. “რაც შეეხება, ახლანდელ სიტუაციას, ამჟამინდელი მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ უნდა ავკრძალოთ, მაგრამ რუსეთში მივიღეთ კანონი, რომელიც არ ეხება პროდუქციის უსაფრთხოებას, არამედ თუ ჩვენ ვხედავთ არამეგობრულ ქმედებებს სხვა ქვეყნისგან, ჩვენს მთავრობას შეუძლია ხარისხისგან დამოუკიდებლად, აკრძალოს იმპორტი,“ – განაცხადა ონიშჩენკომ. ონიშჩენკომ საქართველოში ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატების ჩამოსვლასა და…

მეტი...