ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას ღამის საათებში საწარმოების ხმაური აწუხებთ 

თბილისის მერი კახა კალაძე, სამგორის რაიონის, კერძოდ, ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა. ადგილობრივი მცხოვრებლები მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საწარმოებიდან, ღამის საათებში მომდინარე ხმაურის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. კახა კალაძე მოქალაქეებს პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. “მოსახლეობასთან იმ პრობლემებზე ვისაუბრეთ, რომელიც აწუხებთ. მათ დავპირდი, რომ ტერიტორიაზე მათთვის და ბავშვებისთვის სკვერი მოეწყობა. გამწვანებული სივრცე და სასიამოვნო გარემო ექნებათ, სადაც დაისვენებენ. ასევე, მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არის საწარმოები, რომელიც ღამის საათებში მუშაობს. ამასაც დავარეგულირებთ და მოვასწერიგებთ. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სამუშაოები მთელი ქალაქში მიმდინაროებს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ერთდროულად ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული…

მეტი...

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სპორტული მოედნების შეკეთება დაიწყო

მცხეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნის საფუძველზე, სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” მცხეთის მერიაში განუცხადეს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სოფლების: მისაქციელის, ძალისისა და წილკნის სპორტული მოედნების დაზიანებული ღობისა და ხელოვნური საფარის დემონტაჟი, ახალი ხელოვნური ბალახის საფარი და ლითონის შემოღობვა ზაფხულის ბოლომდე უნდა დაასრულოს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, შპს “საგზაო 33” ასრულებს. “მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, ადგილობრივ მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სოფლებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას”, – აცხადებენ ქალაქის მერიაში.

მეტი...

ეკლესიები მიგდებულია ადგილობრივი მამაოების იმედად – ხელოვნებათმცოდნე გერგეტის სამებაში მიმდინარე სამუშაოებზე

​ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, გერგეტის სამების ტაძარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული ძეგლთა დაცვის საერთო სტანდარტი, რის გამოც ეკლესიები მიგდებულია ადგილობრივი მამაოების, უბიუჯეტო ეკლესიების, შემთხვევითი შემწირველებისა და უცოდინარი შემსრულებლების იმედად. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განუცხადა, გერგეტის სამების ტაძარის შემთხვევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის საერთო სახელმწიფო ქსელის შექმნას, რეგიონალური სამსახურების გამართვას და ყველაფერი კვლავ თბილისში იყრის თავს, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში იყო. რეგიონებში წარმომადგენლობა არ ფართოვდება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე არავინ ზრუნავს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოში არ არსებობს მონიტორინგის…

მეტი...

თბილისის პარკებსა და სკვერებში გარემოვაჭრეებისთვის კონკრეტული ადგილები გამოიყოფა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, შესაბამის სამსახურებს დაავალა, დედაქალაქის ბაღებსა და სკვერებში გარემოვაჭრეებისთვის კონკრეტული, კეთილმოწყობილი ადგილები გამოიყოს, რადგან პარკებში გარევაჭრობის საკითხი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ​როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გარემოვაჭრეები არიან ადამიანები, რომლებსაც სოციალურად ყველაზე მეტად უჭირთ და მათ მიმართ თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. „ მინდა დავავალო პარკების ადმინისტრაციას, ასევე, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, მოკლე დროში ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ადამიანებს ნორმალურად ვაჭრობის შესაძლებლობა მიეცეთ. პარკებში გამოიყოს კონკრეტული ადგილები, რომელიც უნდა იყოს კეთილმოწყობილი, რათა ამ ადამიანების საქონლის გაყიდვა ქაოტურად არ მოხდეს. მხედველობაში მაქვს არამალფუჭებადი საქონელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

მეტი...

ყაზბეგის გამზირზე 700 მეტრის სიგრძის ველობილიკი მოეწყობა

თბილისში კიდევ ერთი ველობილიკი მოეწყობა, კერძოდ, საუბარია ყაზბეგის გამზირზე არსებული ვასო გოძიაშვილის სახელოების ე.წ. წითელი ბაღის რეაბილიტაციაზე, რომლის ფარგლებში, პარკის გარშემო 700-მეტრიანი ველობილიკი მოეწყობა. “წითელი ბაღი” მოიცავს 35 ათას კვ.მ ტერიტორიას. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყობა საჭადრაკო დაფა, საბავშვო სათამაშო მოედნები, საპიკნიკე სივრცეები. ასევე “დეკის” ბილიკით გამოყოფილი სავარჯიშო და დასასვენებელი ზონები, საგამოფენო ღია სივრცე და მცირე ზომის ღია კინოთეატრი, დახურული სივრცე კულტურულ – საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბაღის სამშენებლო – სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ის 25 ივნისს დასრულდება.ბაღის რეაბილიტაცია წელს…

მეტი...

დავანგრიოთ სტერეოტიპი, ავირჩიეთ ქალაქის მერი და ის მიხედავს ყველაფერს – კახა კალაძე 

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ქართულ საზოგადოებაში უნდა დაინგრეს სტერეოტიპები, რომლებიც ადამიანების მოქალაქეობრივ თვითშეგნებას აკნინებს და საკუთარ მოვალეობად არ მიაჩნიათ იმ გარემოზე ზრუნვა, სადაც სხვებთან ერთად ცხოვრობენ. “ჩვენ უნდა დავანგრიოთ სტერეოტიპები, რომელიც არსებობს, რომ ავირჩიეთ ქალაქის მერი, ქალაქის მთავრობა და ისინი მიხედავენ ყველაფერს. პასუხისმგებლობა, რომელიც ქალაქის მთავრობას, მერს გააჩნია, კარგად გვაქვს გაცნობიერებული და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენი გასაკეთებელია, თუმცა, ქალაქის მოსახლეობის ჩართულობა ქალაქის განვითარებაში, მის მოვლა-პატრონობაში ძალიან მნიშვნელოვანია”, – აცხადებს კახა კალაძე. ​მისივე თქმით, ყოველდღიურად თბილისში, ძალიან ბევრი ვანდალიზმის ფაქტი ფიქსირდება. მოქალაქეები აზიანებენ სკვერებში საერთო სარგებლობის ინვენტარს, ავტობუსებში სკამებს, აბინძურებენ…

მეტი...

საერთო სარგებლობის სივრცეში ვანდალიზმის და ქურდობის ფაქტების აღსაკვეთად თბილისის მერია კამპანიას იწყებს 

საერთო სარგებლობის სივრცეში დაფიქსირებული ვანდალიზმის და ქურდობის ფაქტების აღსაკვეთად, ფართო საზოგადოებაში ქალაქის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობისა და ზრუნვის კულტურის განსავითარებლად, თბილისის მერია ექვსთვიან სოციალურ კამპანიას იწყებს და კონკურსს -„გაუფრთხილდი ქალაქს“ აცხადებს. როგორც პროექტის წარდგინებისას თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კამპანიის მიზანია ერთი მიზნის და იდეის ირგვლივ გააერთიანოს როგორც საზოგადოება, ასევე სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორი. შეიქმნას ისეთი ღირებული პროდუქტი, რომელიც დაიწყებს შეუქცევად პროცესებს, რაც მეხსიერებაში და ჩვევებში ხანგრძლივად დატოვებს კვალს; იმოქმედებს თითოეული მოქალაქის შეგნებასა და ცნობიერებაზე; გამოიწვევს მოსახლეობის ქმედებას ქალაქის სასიკეთოდ. მისივე განმარტებით, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული კამპანია…

მეტი...