რუსეთის სპორტული გუნდები საზღვარგარეთ ვერ წავლენ

რუსეთის ეროვნულ სპორტულ გუნდები საზღვარგარეთ ვერ გაემგზავრებიან და ვერც საწვრთნელ ბანაკებსა თუ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას. რუსეთის სპორტის მინისტრის ოლეგ მატიცინის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რომ „გაძლიერდეს ეროვნული სპორტული სექტორი და ჩამოყალიბდეს სპორტული და ეკონომიკური სუვერენიტეტი“. უცხოური მედიასაშუალებები არ გამორიცხავენ, ეს გადაწყვეტილება ათლეტების დეზერტირობის აღკვეთის მცდელობა იყოს. შეგახსენებთ, რომ პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ქვეყანაში ნაწილობრივ მობილიზაციას გულისხმობს, რუსეთის მოქალაქეები ქვეყნიდან გადიან, მათ შორის სპორტსმენებიც.  

მეტი...

„რეფერენდუმის“ შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში გადადის

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმი 2 დღეში დასრულდება. კითხვაზე: გსურთ თუ არა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამ ტერიტორიებზე რუსეთი პასუხისმგებლობას ოფიციალურად იღებს. როგორც რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი განმარტავს,  ოთხივე რეგიონში „რეფერენდუმი“ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „რეფერენდუმების დასრულების შემდეგ, რუსეთი, რა თქმა უნდა, პატივს სცემს ამ ხალხის გამოხატვის თავისუფლებას, რომლებიც დიდი ხანია, ნეო ნაცისტური რეჟიმის ზეწოლის ქვეშ არიან. რუსეთის ფედერაციის ყველა კანონი, დოქტრინა, კონცეფცია და სტრატეგია ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე“, – აცხადებს სერგეი ლავროვი.  

მეტი...

„უკრაინა არ დანებდება“ – დმიტრო კულება

„ბირთვულ შანტაჟთან“ დაკავშირებით, უკრაინის საგარეო მინისტრი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რო, უკრაინა არ დანებდება. „პუტინისა და ლავროვის უპასუხისმგებლო განცხადებები ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად მიუღებელია… უკრაინა არ დანებდება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ბირთვულ სახელმწიფოს, ხმა აიმაღლონ და აუხსნან რუსეთს, რომ ასეთი რიტორიკა საფრთხეს უქმნის მსოფლიოს და არ შევეგუებით” , – აცხადებს დმიტრო კულება. შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, თუ საჭირო გახდება და რუსეთს საფრთხე დაემუქრება, ბირთვულ იარაღსაც გამოიყენებენ და სხვა ყველა იარაღს, რაც დასჭირდებათ.

მეტი...

„რუსული დათვი დაჭრილია“ – პოლონეთი რუსეთისგან კონფლიქტის გამწვავებას ელოდება

„პუტინის რეჟიმი სუსტდება“ აცხადებს პოლონეთის პრემიერი ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუში. აქედან გამომდინარე, მატეუშ მორავეიცკი პუტინისგან უფრო მეტ აგრესიას ელოდება. „რუსული დათვი დაჭრილია. უახლოეს მომავალში შესაძლოა, ველოდოთ ძალადობის ესკალაციას და რუსული აგრესიის ახალ ტალღებს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ პუტინის რეჟიმი ყოველდღიურად სუსტდება. მთელი მსოფლიო უყურებს, როგორ ირცხვენს თავს რუსული არმია, გასული ეპოქის ნახევრად გაცვეთილი აღჭურვილობა, ბრძოლის ველზე მიტოვებული ტანკები, ტყვედ ჩაბარებული სამხედროები რომლებიც ამბობენ, რომ მათ უთხრეს თითქოს სამხედრო წვრთნაზე მიდიოდნენ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა. მისი თქმით, პუტინისგან წარმოუდგენელსაც კი უნდა ელოდოს მსოფლიო.  

მეტი...

სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის ბაბუა დააკავეს

არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის ბაბუა დააკავეს. შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. 60 წლამდე მამაკაცი 13 წლის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული სექსუალურ ქმედებაშია ბრალდებული. დაკავებულ ბრალი უკვე წარუდგინეს. მამაკაცი ბრალს არ აღიარებს. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.  

მეტი...

დასდევენ, ცემენ, იჭერენ, აწამებენ – ვითარება რუსეთში

რუსეთის ფედერაციაში საპროტესტოდ გამოსულ მოქალაქეებს ადგილობრივი პოლიცია სასტიკად უსწორდება. მოსახლეობა, რომელიც პუტინის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ციხეში ხვდება. ვიდეომასალა, რომელიც მასიურად ვრცელდება, პეტერბურგშია გადაღებული. მასობრივი საპროტესტო აქციები რუსეთის 30-ზე მეტ ქალაქ მოედო, თუმცა, ვითარება ყველგან უცვლელია. პოლიცია მათ დასდევს, ცემს და აპატიმრებს. მოსახლეობა კი პუტინის გადაწყვეტილების საპროტესტოდ გავიდა, რომელიც ნაწილობრივ მობილიზაციასა და უკრაინაში საომრად გაგზავნას ითვალისწინებს.

მეტი...

რუსეთმა ოდესას დაარტყა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა ამჯერად იერიში საპორტო ქალაქ ოდესაზე მიიტანა. ოდესის საკრებულოს პრესსამსახური ტელეგრამ არხზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოდესაზე იერიში კამიკაძე, უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელდა „მტერმა ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობას სამჯერ დაარტყა. სამაშველო და ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. მსხვერპლის შესახებ, ამ ეტაპისთვის, ინფორმაცია არ ვრცელდება.  

მეტი...

პუტინი სამხედრო მობილიზაციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც განიხილავს

მას შემდეგ, რაც რუსეთში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან, კრემლში ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დახმარების იმედი აქვთ. „მედუზას“ ინფორმაციით, განიხილება შესაძლებლობა, ომში გასაგზავნად, მობილიზაცია გაუწიონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების მოსახლეობასაც. შეგახსენებთ, რომ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა მოსახლეობის ნაწილობრივი მობილიზაციას, რამაც რუსეთიდან მოსახლეობის გაქცევა გამოიწვია. იქ, სადაც სავიზო რეჟიმი არ მოქმედებს, კილომეტრიანი რიგი დგას. რუსეთის მოქალაქეები გარბიან ყველგან, რომ ომში წასვლა არ მოუწიოთ.  

მეტი...

„არც ერთმა ქვეყანამ ბოროტად არ უნდ გამოიყენოს საკუთარი ძალა“ – ჩინეთის საგარეო მინისტრი

ჩინეთის საგარეო მინისტრი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებას. როგორც ვან იმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნა, ყველანაირი კონფლიქტი მოლაპარაკებები გზით უნდა მოგვარდეს. „გასათვალისწინებელია ყველა, დიდი და პატარა, ქვეყნების ინტერესები, რაც გაეროს წესდების მთავარი პრინციპია. არც ერთი არ უნდა იდგეს სხვაზე მაღლა, არც ერთმა ქვეყანამ ბოროტად არ უნდა უნდა გამოიყენოს საკუთარი ძალა სხვა სუვერენული ქვეყნების დასაშინებლად… ჩვენ ვცდილობთ ცხელი კონფლიქტების მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარებას, სამართლიანი და პრაგმატული მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით”, – აღნიშნა მინისტრმა.  

მეტი...

სამხედრო მობილიზაციის გამოსაცხადებლად უკრაინაც ემზადება

საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციას უკრაინაც გამოაცხადებს. როგორც პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩის ამბობს, ამ ეტაპზე მობილიზაციის საჭიროება არ არსებობს. „თუ თავდაცვისთვის ხალხი არ გვეყოფა, მაშინ ჩვენც გვექნება მობილიზაცია. უკრაინაში დამატებით 5.5 მილიონი ადამიანის მობილიზაცია შეიძლება“ – აცხადებს არესტოვიჩი უკრაინულ მედიასთან. მისი შეფასებით, მობილიზაცია სტუდენტებს არ ეხებათ. „ჯერ სტუდენტებს არ ეხებიან. ისინი ჯარში არ მიდიან, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ასეც მოხდეს და ყველა წავიდეს, ან ძალიან ბევრი. თქვენ საერთოდ გინდათ, უკრაინა რომ გადარჩეს, თუ სორბონაში და ოქსფორდში სწავლასთან დაკავშირებული პირადი პრობლემის მოგვარება გსურთ?!“ – განაცხადა არესტოვიჩმა მედიასთან. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთისგან…

მეტი...

„რუსული არმია, რომელის საქართველოში აგვისტოს ომის დროს შემოვიდა, განადგურებულია“ – სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსული არმია, რომელის 2008 წელს საქართველოში შემოვიდა, არ არსებობს. „58-ე არმია, რომელიც 2008 წელს შემოვიდა საქართველოში მთლიანად განადგურებულია უკრაინელების მიერ და რუსეთის მეთაურობამ გამოაცხადა მისი დაშლა. ხერსონის გარეშეც რუსული დაჯგუფება პრაქტიკულად დაშლილია და ეხვეწება მოსკოვს გაყვანას, მაგრამ მათ პუტინის ბრძანება აქვთ, რომ ბოლომდე იდგნენ. ეს გარდაუვლად მიგვიყვანს ათასობით ოკუპანტის ტყვედ აყვანამდე ცოცხალი ტექნიკის ხელში ჩავარდნამდე და ხარკოვზე უფრო მასშტაბურ რუსულ მარცხამდე“ – წერს პრეზიდენტი.  

მეტი...

პოდოლიაკი პარტნიორებს 5 პუნქტს სთავაზობს, რომლითაც მათ რუსეთს უნდა უპასუხონ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, დასავლეთის ქმედებები რუსეთის მიმართ არასაკმარისია, პოდოლიაკი რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციას ეხმიანება და დასავლეთს შემდეგ პუნქტებს სთავაზობს: უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინის) გააქტიურებას; HIMARS-ის სისტემებისა და მისი ჭურვების მიწოდების გაორმაგებას; უკრაინისთვის ATACMS რაკეტების მიწოდებას, რომელთა ფრენის მაქსიმალური მანძილი 300 კილომეტრს შეიძლება აღწევდეს; უკრაინისთვის ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებაზე “ტაბუს” მოხსნას და უკრაინელი მებრძოლებისთვის სავარჯიშო ცენტრების გახსნას. “უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ევროპასაც იცავს. ნუთუ პარტნიორებს ჯერ კიდევ არ ესმით ეს”, – წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.  

მეტი...

ზელენსკი რუს ტყვეებს სამ პირობას აძლევს

უკრაინის პრეზიდენტი რუს ჯარისკაცებს, რომლებსაც უკრაინაში საომრად იძულებით გაგზავნიან, სამ პირობას აძლევს. პრეზიდენტი აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიცია;ურ მიმართვაში საუბრობს. „თითოეულ რუს ჯარისკაცს, რომელიც ტყვედ ჩაბარდება, უკრაინა სამი რამის გარანტიას აძლევს: რომ თქვენ ცივილიზებულად მოგეპყრობიან, ყველა კონვენციის შესაბამისად; არავინ არ გაიგებს თქვენი ტყვედ ჩავარდნის გარემოებებს, რუსეთში არავინ გაიგებს, რომ თქვენი ტყვედ ჩავარდნა ნებაყოფლობითი იყო; თუ რუსეთში დაბრუნების შეგეშინდებათ და თავად არ ისურვებთ გაცვლას, ჩვენ ვიპოვით ამის უზრუნველყოფის გზებსაც”, – განაცხადა ზელენსკიმ. “უკრაინულ ტყვეობაში ჩაბარება უკეთესია, ვიდრე ჩვენი იარაღის დარტყმების ქვეშ სიკვდილი, ჩვენი სრულიად სამართლიანი დარტყმების ქვეშ, ვინაიდან უკრაინა ამ ომში თავს იცავს”,…

მეტი...