„რუსული არმია, რომელის საქართველოში აგვისტოს ომის დროს შემოვიდა, განადგურებულია“ – სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსული არმია, რომელის 2008 წელს საქართველოში შემოვიდა, არ არსებობს.

„58-ე არმია, რომელიც 2008 წელს შემოვიდა საქართველოში მთლიანად განადგურებულია უკრაინელების მიერ და რუსეთის მეთაურობამ გამოაცხადა მისი დაშლა. ხერსონის გარეშეც რუსული დაჯგუფება პრაქტიკულად დაშლილია და ეხვეწება მოსკოვს გაყვანას, მაგრამ მათ პუტინის ბრძანება აქვთ, რომ ბოლომდე იდგნენ. ეს გარდაუვლად მიგვიყვანს ათასობით ოკუპანტის ტყვედ აყვანამდე ცოცხალი ტექნიკის ხელში ჩავარდნამდე და ხარკოვზე უფრო მასშტაბურ რუსულ მარცხამდე“ – წერს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები