„არც ერთმა ქვეყანამ ბოროტად არ უნდ გამოიყენოს საკუთარი ძალა“ – ჩინეთის საგარეო მინისტრი

ჩინეთის საგარეო მინისტრი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებას.

როგორც ვან იმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნა, ყველანაირი კონფლიქტი მოლაპარაკებები გზით უნდა მოგვარდეს.

„გასათვალისწინებელია ყველა, დიდი და პატარა, ქვეყნების ინტერესები, რაც გაეროს წესდების მთავარი პრინციპია. არც ერთი არ უნდა იდგეს სხვაზე მაღლა, არც ერთმა ქვეყანამ ბოროტად არ უნდა უნდა გამოიყენოს საკუთარი ძალა სხვა სუვერენული ქვეყნების დასაშინებლად… ჩვენ ვცდილობთ ცხელი კონფლიქტების მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარებას, სამართლიანი და პრაგმატული მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით”, – აღნიშნა მინისტრმა.

 

მსგავსი თემები