სამხედრო მობილიზაციის გამოსაცხადებლად უკრაინაც ემზადება

საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციას უკრაინაც გამოაცხადებს. როგორც პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩის ამბობს, ამ ეტაპზე მობილიზაციის საჭიროება არ არსებობს.

„თუ თავდაცვისთვის ხალხი არ გვეყოფა, მაშინ ჩვენც გვექნება მობილიზაცია. უკრაინაში დამატებით 5.5 მილიონი ადამიანის მობილიზაცია შეიძლება“ – აცხადებს არესტოვიჩი უკრაინულ მედიასთან.

მისი შეფასებით, მობილიზაცია სტუდენტებს არ ეხებათ.

„ჯერ სტუდენტებს არ ეხებიან. ისინი ჯარში არ მიდიან, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ასეც მოხდეს და ყველა წავიდეს, ან ძალიან ბევრი. თქვენ საერთოდ გინდათ, უკრაინა რომ გადარჩეს, თუ სორბონაში და ოქსფორდში სწავლასთან დაკავშირებული პირადი პრობლემის მოგვარება გსურთ?!“ – განაცხადა არესტოვიჩმა მედიასთან.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინის მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნდნენ. რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას კატასტროფული სისწრაფით ტოვებენ და გარბიან.

 

მსგავსი თემები