ზელენსკი რუს ტყვეებს სამ პირობას აძლევს

უკრაინის პრეზიდენტი რუს ჯარისკაცებს, რომლებსაც უკრაინაში საომრად იძულებით გაგზავნიან, სამ პირობას აძლევს. პრეზიდენტი აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიცია;ურ მიმართვაში საუბრობს.

„თითოეულ რუს ჯარისკაცს, რომელიც ტყვედ ჩაბარდება, უკრაინა სამი რამის გარანტიას აძლევს:

  • რომ თქვენ ცივილიზებულად მოგეპყრობიან, ყველა კონვენციის შესაბამისად;
  • არავინ არ გაიგებს თქვენი ტყვედ ჩავარდნის გარემოებებს, რუსეთში არავინ გაიგებს, რომ თქვენი ტყვედ ჩავარდნა ნებაყოფლობითი იყო;
  • თუ რუსეთში დაბრუნების შეგეშინდებათ და თავად არ ისურვებთ გაცვლას, ჩვენ ვიპოვით ამის უზრუნველყოფის გზებსაც”, – განაცხადა ზელენსკიმ.

“უკრაინულ ტყვეობაში ჩაბარება უკეთესია, ვიდრე ჩვენი იარაღის დარტყმების ქვეშ სიკვდილი, ჩვენი სრულიად სამართლიანი დარტყმების ქვეშ, ვინაიდან უკრაინა ამ ომში თავს იცავს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. ომში წასვლის შიშით კი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ, გარბიენ ყველგან, სადაც პუტინის რეჟიმს თავს შეაფარაბენ. ვინც გაქვეცა ვერ მოასწრო, სმახედრო სამსახურში ძალით მიჰყავთ.

 

მსგავსი თემები