საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 03:18 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. ბიძგების სიმძლავრემ 3.6 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.  

მეტი...

რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 362 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 362 ბავშვი ემსხვერპლა, 716-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 376, ხარკოვის ოლქში – 202, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 60, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს ოლქში – 40. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრებიან

ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრებიან. არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ბალიზე დაგეგმილ სამიტზე ჩავლენ. ამასთან, ეს იქნება პირველი გლობალური სამიტი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიმართება. ცნობისთვის, ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი ნოემბერშია დაგეგმილი. სავარაუდოდ, შეხვედრაში მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც მიიღებს.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა კრივოი-როგის, სინელნიკოვსკის და ნიკოპოლის ტერიტორიები დაბომბეს

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა კრივოი-როგის, სინელნიკოვსკის და ნიკოპოლის ტერიტორიები დაბომბეს. „კრივოი-როგის რაიონის აპოსტოლოვსკის თემში რუსებმა 36 წლის მამაკაცი მოკლეს. მათ ტერიტორია „ურაგანებით“ დაბომბეს. სოფელ პერშე ტრავნიაში საცხოვრებელი სახლები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა“, – აღნიშნავს ვალენტინ რეზნიჩენკო. რეზნიჩენკოს ცნობით, სინელნიკოვოს რაიონის მეჟოვის თემში ოკუპანტებმა 12 წლის ბიჭი დაჭრეს, რომლის სახლსაც რუსული ჭურვები დაეცა.

მეტი...

ძლიერ შტორმს ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში 13 ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერმა შტორმმა ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ტერიტორიები დააზარალა, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. დაღუპულთა უმეტესობა ხეების წაქცევას ემსხვერპლა. ფატალური შემთხვევები დაფიქსირდა იტალიაში, ავსტრიაში და საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე. კორსიკაზე, ქარმა ხეები მოგლიჯა და სახლები დააზიანა. გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულზე 6 ადამიანი, მათ შორის 13 წლის გოგონა დაიღუპა. დაშავდა ათობით ადამიანი. ავსტრიაში კარინთიის ტბის მახლობლად ხის წაქცევას ორი გოგონა ემსხვერპლა. სამი ადამიანი მოგლეჯილ ხეებს ემსხვერპლა ქვემო ავსტრიის პროვინციაში. ამასთან, იტალიაში, ტოსკანის რეგიონში ქალი და მამაკაცი დაიღუპა.

მეტი...

,,რუსეთის არმია კოლოსალურ რესურსებს ხარჯავს, რომ კიდევ ერთი კილომეტრი მაინც დაიკავოს დონბასში”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ გასული ღამის განმავლობაში ხარკოვში ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ზელენსკის თქმით, რუსეთის არმია კოლოსალურ რესურსებს ხარჯავს, რომ კიდევ ერთი კილომეტრი მაინც დაიკავოს დონბასში. „ძალიან ხისტი ღამე იყო ხარკოვში. ათზე მეტი დაიღუპა. ისევ ისროდნენ ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით. რუსეთის არმია კოლოსალურ რესურსებს ხარჯავს, რომ კიდევ ერთი კილომეტრი მაინც დაიკავოს დონბასში. რუსეთის ოფიციალური პირები ემუქრებიან ოდესას და უკრაინის სხვა ქალაქებს. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ზაპოროჟიეს სადგურზე, რა მოხდა ელენოვკაში. ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიფიქროთ მხოლოდ გამარჯვების გზებზე. გამარჯვების გზებზე ბრძოლის ველზე, პოლიტიკურ ასპარეზზე, საინფორმაციო ფრონტზე, ეკონომიკურ სიბრტყეში. ყველაგან. გვჯეროდეს საკუთარი…

მეტი...

მდი­ნა­რე იო­რის არხში, 16 და 21 წლის ძმე­ბის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს

უჯარ­მა­ში, მდი­ნა­რე იო­რის არხში, 16 და 21 წლის ძმე­ბის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს.  ახალ­გაზ­რდე­ბის ცხედ­რე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა გვი­ან ღა­მით იპო­ვეს. არსებული ინფორმაციით,  გარდაცვლილები სო­ფელ­ში სტუმ­რად ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თა­ნ იმოფებოდნენ. შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, როდესაც ერთი ძმა მე­ორეს და­სახ­მა­რებ­ლად შე­ვი­და წყალ­ში.

მეტი...

უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქეთიც მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქეთიც ჩაერთვება. შესაბამის მემორანდუმს თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუსმა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბაკროვმა ხელი უკვე მოაწერეს. არსებული ინფორმაციით, კიევის რაიონის სოფელ რომანოვკაში ხიდის აღდგენას თურქული მხარე პირველ პროექტად განიხილავს.

მეტი...

,,რუსეთმა დაუყოვნებლივ და წინაპირობების გარეშე უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს და დაჟინებით მოითხოვს,  ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტები უკრაინის ტერიტორიიდან ჩავიდნენ. მისი თქმით, საერთაშორისო მისიის ყველა პარამეტრი უკვე შეთანხმებულია. „არ არსებობს ობიექტური დაბრკოლებები, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არ მოხვდეს. დღეს გაერო-ს გენერალურ მდივანთან განვიხილეთ ეს პარამეტრები და ის, რომ ამ მისიას შეუძლია, ძალიან სწრაფად და უსაფრთხოდ მოხვდეს სადგურზე ლეგალური გზით, ჩვენი სახელმწიფოს თავისუფალი ტერიტორიის გავლით. და მხოლოდ და მხოლოდ ამგვარად. ვინც მოაწყო ბირთვული შანტაჟი, არ შეიძლება იყოს ასეთი მისიების „გადამყვანი“. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაუშვას ატომური ენერგიის საერთაშორისო სპეციალისტები სადგურზე და ასევე დაუყოვნებლივ…

მეტი...

ესტონეთი უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გაუწევს

ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინა მორიგ სამხედრო დახმარებას მიიღებს. მთავრობამ დახმარების პაკეტი უკვე დაამტკიცა. პაკეტში შედის ნაღმმტყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. გარდა იარაღისა, ესტონეთი უკრაინელი მებრძოლების გადამზადებაზეც იმუშავებს და უკრაინას საველე ჰოსპიტლებსაც გადასცემს. „ჩვენი მაღალი მორალური პასუხისმგებლობაა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ისინი იბრძვიან ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის და თუ რამე შეგვიძლია გავუგზავნოთ უკრაინელებს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს“, – აცხადებს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკური. შეგახსენებთ, რომ ესტონეთმა უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის, „ჰაუბიცები“, ნაღმმტყორცნები და სხვა შეიარაღებაც გაუგზავნა.

მეტი...

რუსეთში საბრძოლო მასალები საწყობი დაიწვა

გვიან ღამით, რუსეთში, კერძოდ კი  ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობი დაიწვა. რუსული მხარის ინფორმაციით,  მსხვერპლი არ არის. დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. საბრძოლო მასალები კი განადგურდა. ხანძარი უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებთ 15 კილომეტრში გაჩნდა.  

მეტი...

რუსულმა ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა  მიკოლაივის ოლქი დაბომბეს. დაბომბვა „სმერჩის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან განხორციელდა. შედეგად, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, დანგრეულია  სახანძროს შენობა და არიან დაშავებულებიც.  

მეტი...