ესტონეთი უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გაუწევს

ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინა მორიგ სამხედრო დახმარებას მიიღებს. მთავრობამ დახმარების პაკეტი უკვე დაამტკიცა. პაკეტში შედის ნაღმმტყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები.

გარდა იარაღისა, ესტონეთი უკრაინელი მებრძოლების გადამზადებაზეც იმუშავებს და უკრაინას საველე ჰოსპიტლებსაც გადასცემს.

„ჩვენი მაღალი მორალური პასუხისმგებლობაა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ისინი იბრძვიან ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის და თუ რამე შეგვიძლია გავუგზავნოთ უკრაინელებს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს“, – აცხადებს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკური.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთმა უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის, „ჰაუბიცები“, ნაღმმტყორცნები და სხვა შეიარაღებაც გაუგზავნა.

მსგავსი თემები