,,რუსეთმა დაუყოვნებლივ და წინაპირობების გარეშე უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს და დაჟინებით მოითხოვს,  ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტები უკრაინის ტერიტორიიდან ჩავიდნენ. მისი თქმით, საერთაშორისო მისიის ყველა პარამეტრი უკვე შეთანხმებულია.

„არ არსებობს ობიექტური დაბრკოლებები, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არ მოხვდეს. დღეს გაერო-ს გენერალურ მდივანთან განვიხილეთ ეს პარამეტრები და ის, რომ ამ მისიას შეუძლია, ძალიან სწრაფად და უსაფრთხოდ მოხვდეს სადგურზე ლეგალური გზით, ჩვენი სახელმწიფოს თავისუფალი ტერიტორიის გავლით. და მხოლოდ და მხოლოდ ამგვარად. ვინც მოაწყო ბირთვული შანტაჟი, არ შეიძლება იყოს ასეთი მისიების „გადამყვანი“. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაუშვას ატომური ენერგიის საერთაშორისო სპეციალისტები სადგურზე და ასევე დაუყოვნებლივ და წინაპირობების გარეშე გაიყვანოს საკუთარი ჯარი სადგურის ტერიტორიიდან. მსოფლიოს აქვს ამის ძალა, რომ ეს უზრუნველყოს. თუ ვერ უზრუნველყოფს, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ შეგვიძლია სანაგვეზე მოვისროლოთ საერთაშორისო დოკუმენტები, როლებიც ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას ეხება. რუსეთი ანადგურებს ამ საერთაშორისო წესრიგს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები