ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრებიან

ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრებიან.

არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ბალიზე დაგეგმილ სამიტზე ჩავლენ. ამასთან, ეს იქნება პირველი გლობალური სამიტი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიმართება.

ცნობისთვის, ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი ნოემბერშია დაგეგმილი. სავარაუდოდ, შეხვედრაში მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც მიიღებს.

მსგავსი თემები