16:7 – საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს და რუსეთს შორის 2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო.
ქართველი ბორჯღალოსნებისთვის რუსი დათვების დამარცხებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა – ეს იყო ღირსების ბრძოლა!!! თამაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან რა შედეგიც არ უნდა დამდგარიყო, 2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატში საქართველო უკვე გამარჯვებულის ტიტულს ატარებდა. დასკვნითი შეხვედრა პანდემიის გამო, გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა.