მოწამლეს თუ არა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების სამი მონაწილე

რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და კიდევ 2 ადამიანი, რომელიც ჩართული იყო რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებაში, სავარაუდოდ მოწამლეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო მედიაგვერდი “ბელინგქეთი” ავრცელებს. კერძოდ, საუბარია, 3 მარტს გამართული მოლაპარაკების სამ წევრზე, რომლებსაც ერთიდაიგივე სიმპტომები აღენიშნებოდათ. გამოცემის კვლევით, სამივეს ქიმიური იარაღით მოწამვლას ნიშნები ჰქონდა. მათ სიმპტომები კიევში დაბრუნების შემდეგ დაეწყოთ. როგორც საგამოძიებო ჯგუფი წერს, მოლაპარაკებაში ჩართული ჯგუფი მეორე  დღეს კიევიდან ლვოვში, შემდეგ კი – პოლონეთის გავლით სტამბოლში გაემგზავრა, რომ რუსულ მხარესთან არაფორმალური მოლაპარაკებები გაეგრძელებინა. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, მათ მიმართ  მიკროტალღური დასხივება გამოიყენეს. შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩი ერთ-ერთი რუსი ოლიგარქი და პუტინის გარემოცვის წევრია,  რომელიც…

მეტი...

კადიროვი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ჩავიდა

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მარიუპოლშია. ინფორმაციას ჩეჩნეთის წარმომადგენელი ახმეტ დუდაევი ადასტურებს. „ჩვენ მებრძოლებში საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით, მარიუპოლში იმყოფება ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელმაც იქ დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობა ჩაიტანა“ , – აცხადებს დუდაევი. შეგახსენებთ, რომ კადიროვმა უკრაინაში ჩეჩენი მებრძოლები დიდი ხნის წინ გაგზავნა და მათ პრეზიდენტ ზელენსკის ლიკვიდაცია ჰქონდათ დავალებული.

მეტი...

გადაწყვეტილება მიღებულია, ევროპა რუსეთთან რუბლით არ ივაჭრებს

„დიდი შვიდეული“  რუსეთს გაზის რუსულ რუბლში შესყიდვაზე უარს ეუბნება. განცხადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებაში G7-ის წევრი ყველა ქვეყანა ერთხმად დაეთანხმა. „რუბლით გადახდა მიუღებელია. მოვუწოდებთ დაზარალებულ კომპანიებს, არ დაემორჩილონ პუტინის მოთხოვნას“, – განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ  ვლადიმერ პუტინმა დავალება გასცა, „არამეგობრულ ქვეყნებს“ ნავთობი და გაზი მხოლოდ რუსულ რუბლში მიჰყიდონ და შესაბამის უწყებას ერთკვირიანი ვადა მისცა, ხელშეკრულებებში ცვლილების შესატანად. რაც შეეხება „დიდ შვიდეულს“, მის შემადგენლობაში შედიან:  კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები. რუსეთი ევროპას ბუნებრივი აირით აშანტაჟებს

მეტი...

„თუ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში”- მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს. „თუ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში”- განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ სასამართლო სხდომაზე. მისივე განცხადებით, საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, საქართველოს გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში. „დავამთავროთ პარლამენტარობანას თამაში – ჩვენ ამ მთავრობას ვაიძულებთ, ამ მთავრობას გავაკეთებინებთ. რას გააკეთებინებთ, ვის გააკეთებინებთ, მოღალატეები არიან, რუსების პირდაპირი დასმული შვილები, პირდაპირი აგენტები არიან. მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოშორებით, მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოგდებით, მხოლოდ მასობრივი აქციებით, მხოლოდ მასობრივად ხელის ჩაჭიდებით ვერ დაგარბევენ”- განაცხადა სააკაშვილმა და პროცესი…

მეტი...

„დასავლეთის ქვეყნები ბანდიტობამდე დავიდნენ“ – სერგეი ლავროვი

კრემლის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლელ ლიდერებს „ბანდიტებს“ უწოდებს და საპასუხო ზომებზე საუბრობს. როგორც ლავროვი განმარტავს, რუსი ჩინოვნიკების ქონების კონფისკაცია სხვა არაფერია, თუ არა ბანდიტობა. „დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან მიმართებით პირდაპირ სახელმწიფო „ბანდიტობამდე“ დავიდნენ. საუბარია კერძო ქონების კონფისკაციასა და ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროში არსებულ ვალდებულებებზე უარის თქმაზე. საპასუხოდ, რუსეთში უკვე მზადდება დადგენილება სავიზო ხასიათის ზომების შესახებ, რომელიც შეზღუდავს რუსეთში „არამეგობრული ქვეყნების“ მოქალაქეების შესვლას“ – აცხადებს საგარეო მინისტრი. შეგახსენებთ, რომ დასავლეთმა და ამერიკამ რუსეთს სანქციები დაუწესა, რომელიც ოლიგარქებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს.

მეტი...

„დღემდე გამოყენებულ პრეპარატებს შორის ეს არის ყველაზე უნიკალური თვისებების მქონე”- ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

„პრეპარატი  „პაქსლოვიდი“, რომელიც წინა კვირას საქართველოში შემოვიდა, ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი სერიოზული პრეპარატია რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მთელი პანდემიის მიმდინარეობაზე“ – განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში.“ მისი შეფასებით, ეს პრეპარატი დღემდე გამოყენებულ პრეპარატებს შორის  ყველაზე უნიკალური თვისებების მქონე და ეფექტიანია. „პრეპარატი მძიმე პაციენტებში, 5 დღის განმავლობაში შესაძლებლობას მოგვცემს, 99% ით შევამციროთ მდგომარეობა. ასევე, შეამცირებს საავადმყოფოში მიმართვიანობას და გარდაცვალების მაჩვენებელსაც. პრეპარატი 12 წლის ზემოთ გამოიყენება. დოზირება კი სტანდარტულია მოზრდილებსა და ბავშვებში. 3-3 ტაბლეტი დილით და საღამოს.…

მეტი...

რუსეთი ევროპას ბუნებრივი აირით აშანტაჟებს

რუსეთი არ აპირებს გადათქვას პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ ბუნებრივი აირის თუ სხვა პროდუქტების მიწოდებას მხოლოდ რუსულ რუბლში ითვალისწინებს. როგორც პუტინის პრესსპიკერი განმარტავს, ვინც რუბლზე არ ივაჭრებს, გაზის გარეშე დარჩება. კერძოდ, დახლოებით ერთი კვირის უკან, ვლადიმერ პუტინმა დავალება გასცა, რომ „არამეგობარ ქვეყნებთან“ მხოლოდ რუსულ რუბლზე ივაჭრონ.  აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა გააკეთა და აღნიშნა, რომ რუბლით ვაჭრობა გამორიცხულია. იგივეს ფიქრობს ამერიკის პრეზიდენტი, რომ რუსეთთან რუბლით ანგარიშსწორება სანქციების დარღვევას ნიშნავს, რაც გამორიცხულია. „არ ვაპირებთ ევროპას ბუნებრივი აირი უფასოდ მივაწოდოთ. ჩვენს ვითარებაში, ევროპული ქველმოქმედება ნაკლებად შესაძლებელია და არც მიზანშეწონილია, ვინც რუბლით…

მეტი...

თაღლითობის ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათ მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჯგუფური, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში, საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებზე და ნათესავებზე, საკუთრების უფლება დამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა. თითქოსდა მათზე საკარმიდამო მეურნეობის მოწყობის მიზნით, გაცემული იყო ე.წ. ლეციმინტიეს უბანში მდებარე ფერმის და მის მომიჯნავედ არსებული ტერიტორია. მისი თხოვნის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრის მიერ მითითებული პირების სახელზე შეადგინა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები, რის…

მეტი...

ოკუპანტებმა უკრაინიდან გატაცებული რამდენიმე მერი მოკლეს

პრეზიდენტი ზელენსკი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოკუპანტის ჯარებმა, რომლებმაც ქვეყნიდან რამდენიმე მერი გაიტაცეს, ნაწილი მოკლეს. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს,  უკრაინაში ომის შესახებ რუსეთის მოქალაქეებმა არაფერი იციან. „რუსებმა დაბლოკეს ჩვენი დახმარება, რომლიც მარიუპოლში, მელიტოპოლში, ბერდიანსკში, ხერსონსა და ხარკოვში ჩაგვქონდა. ისინი იტაცებენ მერებს. ზოგიერთი მათგანი კი მოკლეს. ზოგიერთს ვერ ვპოულობთ. ზოგს მივაგენით და ისინი მკვდრები არიან. ზოგიერთი შეცვალეს. ისინი იგივეს აკეთებენ, რაც 2014 წელს დონბასში გააკეთეს. იგივე ხალხი ატარებს იგივე ოპერაციებს. ეს არის იგივე მეთოდები“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.  

მეტი...

„როცა პრეზიდენტის ინსტიტუტი კონსტიტუციას არღვევს, უმჯობესია მყისიერი რეაგირება“ – ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე   

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, თუ რატომ შეიტანა მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ. როგორც კობახიძე განმარტავს, გაჩნდა კონსტიტუციის დარღვევის ტენდენცია. საუბარია ელჩების დანიშვნაზე, საერთაშორისო ვიზიტებზე,  პარლამენტში სტუმრების შემოყვანაზე და  როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევის ტენდენცია, საჭიროა, მოხდეს მყისიერი რეაგირება. „ამ შემთხვევაში, არავითარი დასჯა ან ვინმესთვის სანქციის შეფარდება არ მოხდება. ასეთი რეპრესიული ზომა არავის მიმართ არ იქნება გამოყენებული. ერთადერთი, რასაც დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო არის ის, თუ ვის ეკუთვნის ელჩის დანიშვნის კომპეტენცია პრაქტიკული თვალსაზრისით. ანგარიშსწორებაზე საუბარი არის ზედმეტი და ესაა მხოლოდ სპეკულაცია, რასაც მიმართავენ ამ შემთხვევაში, როგორც პოლიტიკური ოპოზიციური…

მეტი...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის ომის საქართველოში გადმოტანას ცდილობენ  

„რამდენიმე დღის წინ შედგა „ომის პარტიის“ – ნაციონალური მოძრაობის მორიგი ვიზიტი უკრაინაში. როგორც გაირკვა, ვიზიტმა „წარმატებით“ ჩაიარა, რადგან მისი დასრულებისთანავე, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, არსებული ფაქტები სწორედ ამაზე მიუთითებს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი ყველა პროვოკაციის უმთავრესი მიზანი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა გახლდათ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა და…

მეტი...

მოსკოვს იმედი აქვს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება „წარმატებით“ დასრულდება

რუსეთის საგარეო მინისტრი დღეს და ხვალ დაგეგმილ რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებას წარმატებულ დასასრულს უწინასწარმეტყველებს. თუმცა, ამავდროულად, აღნიშნავს, რას მოიცავს მისთვის ნახსენები სიტყვა „წარმატება“.  „მოსკოვი დაინტერესებულია, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგებით, რომლითაც რუსეთის მიერ დასახული პრინციპული მიზნების მიღწევა გახდება შესაძლებელი“ – ასე შიფრავს ლავროვი წარმატებულ შედეგს. უფრო ვრცლად კი რუსეთის საგარეო მინისტრი შემდეგ  განმარტებებს აკეთებს: „მიზანი უპირველეს ყოვლისა დონბასში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების შეჩერებაა, რომელიც 8 წლის განმავლობაში გრძელდება და მთელი პროგრესული დასავლური საზოგადოება ამაზე დუმს. ვხედავ, რომ მოლაპარაკების შესაძლებლობა არსებობს.  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ახლა შეხვედრის გამართვა კონტრპროდუქტიული…

მეტი...

„საბრძოლო ზონებიდან ევაკუაცია დღეს არ განხორციელდება”- ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის საბრძოლო ზონებიდან ევაკუაცია დღეს არ განხორციელდება. ვიცე-პრემიერმა ჰუმანიტარულ დერეფნებზეც ისაუბრა, რომელთა გახსნაც ჯერჯერობით არ იგეგმება. „ჩვენმა დაზვერვამ ჰუმანიტარული დერეფნების მარშრუტებზე ოკუპანტების შესაძლო პროვოკაციების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა. შესაბამისად, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, დღეს ჩვენ ჰუმანიტარულ დერეფნებს არ ვხსნით“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.  

მეტი...

შესაძლოა, იმ ადამიანთა ასაკი შემცირდეს, ვინც აცრის სანაცვლოდ ფულად პრემიას მიიღებს

იმუნიზაციის ახალი გეგმის მიხედვით, რომელიც განხილვის ეტაპზეა, ვაქცინაციის წახალესების მიზნით, შესაძლოა იმ ადამიანთა ასაკის შემცირება, რომლებიც ვაქცინაციის სანაცვლოდ ფულად პრემიას მიიღებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წახალისება აუცილებელია. „იმუნიზაციის ახალი გეგმის მონაცემები რამდენიმე თვის უკან იყო შემუშავებული. პირველ რიგში, ეს გულისხმობდა იმ ასაკობრივი ზღვარის შემცირებას, სადაც ფულადი წახალისება იყო. ვფიქრობთ, რომ ვაქცინირებულთა რაოდენობა რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაშია ძალიან დაბალია და ასეთი წამახალისებელი ღონისძიებები შედეგს მოიტანს.  აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ასეთი ინტერვენციები“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. პროფესორის შეფასებით, ყველა წამახალისებელი ღონისძიება მხარდაჭერილი უნდა იყოს. „შესაძლებელია, ამუშავდეს სხვა…

მეტი...

„ნატო არ გახდება ომის მხარე, ეს ნათელია“ – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ნატო არ აპირებს რუსეთ-უკრაინის ომის პირდაპირი თუ ირიბი მონაწილე გახდეს. როგორც ოლაფ შოლცი აცხადებს, ეს არც იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქმე ბიოლოგიური იარაღის გამოყენებამდე მივა. „ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენება არ უნდა მოხდეს და ამიტომ ჩვენ ყველანი ასე გულწრფელები ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვითარებამ აქამდე არ მივიდეს. ნატო არ და ვერ  გახდება ომის მხარე, ეს ნათელია“, – განმარტავს გერმანიის კანცლერმა.

მეტი...

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე

„იწყება მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომლის თანახმად ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. ეს იქნება მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომლის განხორციელებაც უკვე იწყება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისხტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთვრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბათუმში ძალიან მწვავედ დგას ავარიული სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების პრობლემა, რაც საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისათვის. „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის თანახმად ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. ამ პროგრამას დღესვე დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

მეტი...

„99 ქვეყანაში ბენზინი საქართველოზე ძვირია“ – ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ამშვიდებს

საწვავის ფასის კატასტროფულად მატების გამო გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საწვავი მსოფლიოს 99 ქვეყანაში საქართველოზე ძვირი ღირს. „მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ საწვავის ფასების მიხედვით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით 71-ე იყო საქართველო. 99 ქვეყანაში არის ძვირი საწვავი, ბენზინი, ვიდრე საქართველოში. ასევე მინდა, ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, რაც შეეხება გაზის ფასებს – გაზის ფასები არის მკვეთრად გაზრდილი ევროპაში, ასეთი რამ არ ყოფილა, 2-3 კვირის წინ 3 900 დოლარს მიაღწია ათასი კუბური მეტრის ბუნებრივი გაზის ფასმა და თუ გახსენდებათ…

მეტი...

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია ევროპაში“ – ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი გამოწვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. „ევროპაში 3 900 დოლარი ღირდა 3 კვირის წინ 1 000 კუბური მეტრი გაზი, ჩვენთან ეს დაახლოებით 120 დოლარია 1 000 კუბურ მეტრზე; კომუნალური გადასახადები არის გაათმაგებული მთელ ევროპაში და არის ძალიან რთული ვითარება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია ევროპაში. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან, უკრაინაში. ამ ფონზე ჩვენ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვცდილობთ, ქვეყანაში მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აპრილიდან იგეგმება…

მეტი...

სამშენებლო კომპანიებს მთავრობა ეკონომიკურ პაკეტს წარუდგენს

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოქალაქეებს სიმშვიდისკენ, გამოწვევების ფონზე ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, ჩვენ არ უნდა ავყვეთ ემოციებს, პროვოკაციებს და ასე გავაგრძელოთ მშვიდად და მტკიცედ ქვეყნის განვითარება“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მშენებელ კომპანიებს წარედგინება გრძელვადიანი განვადებით მშენებლობის პაკეტი, აპრილიდან კი ინტენსიურად დაიწყება დასაქმების პროგრამაზე მუშაობა , რითიც ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება. „ჩემი დავალების მიხედვით, ეკონომიკურმა გუნდმა უკვე გაამზადა პაკეტი, რომელიც უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წარედგინება მშენებელ კომპანიებს. საკითხი ეხება გრძელვადიანი განვადებით მშენებლობის დაწყებას. ჩვენ გვინდა, რომ ამ გამოწვევების, კრიზისის ფონზე ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი…

მეტი...

“ შესაძლებელია ვირუსის ახალი სახეობა გამოჩნდეს”- ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

“შეიძლება ახალი ვარიანტი გამოჩნდეს, რომელიც რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას”- ამის შესახებ თსსუ–ს პროფესორმა და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ხელმძღვანელმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. პროფესორის შეფასებით, სხვა ქვეყნებში ინფიცირებულთა რიცხვის მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია. “ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, სამხრეთ აზიის ასევე რამდენიმე ქვეყანაში სწორედ ახლა არის ინფიცირების პიკური მაჩვენებელი. ისეთი ქვეყნები როგორიც არის გერმანია, სამხრეთ კორეა, ჰონგ–კონგი და ა.შ.  შესაძლებლობა იმისა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ისევ გამოჩნდეს ახალი მუტაცია, რა თქმა უნდა, არსებობს. ჯანმო სწორედ ამაზე გვაფრთხილებს, ვინაიდან ჯერ კიდევ ბევრია ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა დიდია, ვაქცინირებულთა რაოდენობა მცირე და სწორედ ეს არის ის ქვეყნები, სადაც შესაძლოა,ახალი მუტაცია განვითარდეს. ასე რომ, უახლოეს…

მეტი...

“ინფიცირება მკვდთრად შემცირებულია”- ივანე ჩხაიძე

თსსუ–ს პროფესორმა და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”  კორონავირუსის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, იფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია და დღევანდელი მდგომარეობა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. “ის მონაცემები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გვიჩვენებს ინფიცირების რაოდენობას, მკვეთრად არის შემცირებული და მართლაც მიუთითებს რომ საქართველოში პირველად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი ჩამოცდა ხუთასს. დღევანდელი მდგომარეობა გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ქვეყანა ინფიცირების გარკვეულ სტაბილურ ციფრს აჩვენებს, რომელიც, მოსალოდნელია, მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ შემცირდეს. ერთადერთი რისკი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, ძალიან ბევრს ქვეყანას აქვს, ეს არის ახალი ვარიანის გამოჩენა, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ვითარება.  მიუხედევად ამისა,…

მეტი...

ვირუსით 12 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 720 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 229 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარა– 14, იმერეთი – 25, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 8, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 17, მცხეთა–მთიანეთი -4,სამცხე–ჯავახეთი -1, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

მეტი...

ვირუსით 229 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  5 460 კვლევა ტესტით,  გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 229 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2993 პირი,  დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.19 %. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 646 545. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.43%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა  2993 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 621 396.

მეტი...

რუსის ჯარებმა ტომრებით კარტოფილიც კი მოიპარეს

ოკუპანტები უკრაინაში ყველაფერს იპარავენ, რისი შესაძლებლობაც მიეცემათ. დანგრეულ სახლებში შევარდნისა და ნივთების გატანის გარდა, შედიან დაკეტილ მაღაზიებში, სახლებში, საწყობებში და მიაქვთ ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლება. მათ შორის, უნიტაზები, საბნები, საოჯახო ინვენტარი, პროდუქტები. ამჯერად, ადგილობრივება დააფიქსირეს, როგორ მოიპარეს მათ ტომრებით კარტოფილი, შემოაწყვეს ტანკზე და წაიღეს.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიყვანენ. მიხეილ სააკაშილი გეგმავს დაესწროს საკუთარ სასამართლო სხდომას, რომელიც 7 ნოემბრის საქმეს ეხება. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. ბრალდება ყოფილ პრეზიდენტს  2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. ბრალდებულს კი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.  

მეტი...

„საერთოდ არ დავსხდებით მოლაპარაკებაზე“ – რა პირობას უყენებს ზელენსკი პუტინს

რუსეთ-უკრაინის ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკება, პირდაპირი შეხვედრის რეჟიმში დღეს, თურქეთში განახლდება. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტისთვის მიუღებელია, მოლაპარაკების მთავარ თემად „დენაციფიკაცია“, „დემილიტარიზაციის“ საკითხის განხილვა და ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, მოლაპარაკებას აზრი არც აქვს. „უკრაინა საერთოდ არ განიხილავს ტერმინებს „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“. არც დავსხდებით მაგიდასთან, თუ სულ რაღაც „დემილიტარიზაციაზე“ ან „დენაზიფიკაციაზე“ ვისაუბრებთ. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია“, – აცხადებ პრეზიდენტი ზელენსკი. ზელენსკი ასევე განმარტავს, რომ დიალოგი და მოლაპარაკება უნდა იყოს შედეგისთვის და არა სიტყვების თამაშისთვის.  

მეტი...

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი ყველაფერს დაკარგავს, მათ შორის, აფხაზეთსაც

„მთელი ისტორიაა – კავკასია კავკასიაა, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველები – მოლდოველები, უკრაინა კი უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორიაა… პუტინი ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც“ – ეს სიტყვები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ეკუთვნის. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, გავლენის დაკარგვა ყველა მიმართულებას შეეხება. „პუტინს მრავალვექტორული მიდგომა აქვს რუსეთის საკითხზე, რუსეთის ადგილზე მსოფლიოში, რუსეთის ფედერაციის ლიდერობაზე და ყველა იმაზე, ვინც რუსეთისაგან წავიდა და ვისაც აქვს უფლება, იყოს არა რუსეთი. უკრაინა სახიფათოა ბევრი თვალთახედვით. პირველ რიგში, ეს ეხება რუსული ენის გავლენის დაკარგვას. მან დაკარგა რამდენიმე მილიონი რუსულენოვანი მოსახლეობა. მას სურს, რომ ეს ყველაფერი დააბრუნოს ძალის გამოყენებით. ზუსტად იცის, როგორი…

მეტი...

ბრიტანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცა

გაერთიანებული სამეფო საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინას  გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების, პირველი ნაკადს უგზავნის. ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით „სთარსთრიქი“ უკვე უკრაინელების ხელშია. როგორც თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი აცხადებს, უკრაინელმა სამხედროებმა კომპლექსების გამოყენებაც ისწავლე და მისი მართვა თავისუფლად შეუძლიათ. ინფორმაციისთვის, „სთარსთრიქი“  ვერტმფრენებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავების ჩამოსაგდებად გამოიყენება. მას მფრინავი აპარატის  განადგურება ხუთ კილომეტრზე შეუძლია. ამავდროულად, უკრაინის მოთხოვნა ისევ ცის ჩაკეტვა რჩება.

მეტი...