გადაწყვეტილება მიღებულია, ევროპა რუსეთთან რუბლით არ ივაჭრებს

„დიდი შვიდეული“  რუსეთს გაზის რუსულ რუბლში შესყიდვაზე უარს ეუბნება. განცხადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებაში G7-ის წევრი ყველა ქვეყანა ერთხმად დაეთანხმა.

„რუბლით გადახდა მიუღებელია. მოვუწოდებთ დაზარალებულ კომპანიებს, არ დაემორჩილონ პუტინის მოთხოვნას“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ  ვლადიმერ პუტინმა დავალება გასცა, „არამეგობრულ ქვეყნებს“ ნავთობი და გაზი მხოლოდ რუსულ რუბლში მიჰყიდონ და შესაბამის უწყებას ერთკვირიანი ვადა მისცა, ხელშეკრულებებში ცვლილების შესატანად.

რაც შეეხება „დიდ შვიდეულს“, მის შემადგენლობაში შედიან:  კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები.

რუსეთი ევროპას ბუნებრივი აირით აშანტაჟებს

მსგავსი თემები