„როცა პრეზიდენტის ინსტიტუტი კონსტიტუციას არღვევს, უმჯობესია მყისიერი რეაგირება“ – ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე   

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, თუ რატომ შეიტანა მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ. როგორც კობახიძე განმარტავს, გაჩნდა კონსტიტუციის დარღვევის ტენდენცია. საუბარია ელჩების დანიშვნაზე, საერთაშორისო ვიზიტებზე,  პარლამენტში სტუმრების შემოყვანაზე და  როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევის ტენდენცია, საჭიროა, მოხდეს მყისიერი რეაგირება.

„ამ შემთხვევაში, არავითარი დასჯა ან ვინმესთვის სანქციის შეფარდება არ მოხდება. ასეთი რეპრესიული ზომა არავის მიმართ არ იქნება გამოყენებული. ერთადერთი, რასაც დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო არის ის, თუ ვის ეკუთვნის ელჩის დანიშვნის კომპეტენცია პრაქტიკული თვალსაზრისით. ანგარიშსწორებაზე საუბარი არის ზედმეტი და ესაა მხოლოდ სპეკულაცია, რასაც მიმართავენ ამ შემთხვევაში, როგორც პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები, ისე მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები