კადიროვი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ჩავიდა

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მარიუპოლშია. ინფორმაციას ჩეჩნეთის წარმომადგენელი ახმეტ დუდაევი ადასტურებს.

„ჩვენ მებრძოლებში საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით, მარიუპოლში იმყოფება ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელმაც იქ დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობა ჩაიტანა“ , – აცხადებს დუდაევი.

შეგახსენებთ, რომ კადიროვმა უკრაინაში ჩეჩენი მებრძოლები დიდი ხნის წინ გაგზავნა და მათ პრეზიდენტ ზელენსკის ლიკვიდაცია ჰქონდათ დავალებული.

მსგავსი თემები