ვირუსით 229 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  5 460 კვლევა ტესტით,  გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 229 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2993 პირი,  დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.19 %.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 646 545.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.43%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა  2993 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 621 396.

მსგავსი თემები