„საბრძოლო ზონებიდან ევაკუაცია დღეს არ განხორციელდება”- ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის საბრძოლო ზონებიდან ევაკუაცია დღეს არ განხორციელდება. ვიცე-პრემიერმა ჰუმანიტარულ დერეფნებზეც ისაუბრა, რომელთა გახსნაც ჯერჯერობით არ იგეგმება.

„ჩვენმა დაზვერვამ ჰუმანიტარული დერეფნების მარშრუტებზე ოკუპანტების შესაძლო პროვოკაციების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა. შესაბამისად, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, დღეს ჩვენ ჰუმანიტარულ დერეფნებს არ ვხსნით“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

 

მსგავსი თემები