მოსკოვს იმედი აქვს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება „წარმატებით“ დასრულდება

რუსეთის საგარეო მინისტრი დღეს და ხვალ დაგეგმილ რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებას წარმატებულ დასასრულს უწინასწარმეტყველებს. თუმცა, ამავდროულად, აღნიშნავს, რას მოიცავს მისთვის ნახსენები სიტყვა „წარმატება“.  „მოსკოვი დაინტერესებულია, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგებით, რომლითაც რუსეთის მიერ დასახული პრინციპული მიზნების მიღწევა გახდება შესაძლებელი“ – ასე შიფრავს ლავროვი წარმატებულ შედეგს.

უფრო ვრცლად კი რუსეთის საგარეო მინისტრი შემდეგ  განმარტებებს აკეთებს:

„მიზანი უპირველეს ყოვლისა დონბასში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების შეჩერებაა, რომელიც 8 წლის განმავლობაში გრძელდება და მთელი პროგრესული დასავლური საზოგადოება ამაზე დუმს. ვხედავ, რომ მოლაპარაკების შესაძლებლობა არსებობს.  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ახლა შეხვედრის გამართვა კონტრპროდუქტიული იქნება.  ლიდერებს შორის ნებისმიერი სახის შეხვედრა მხოლოდ მას შემდეგ უნდა გაიმართოს, რაც ორი მხარე საკვანძო საკითხებზე პოზიციების დაახლოებას შეძლებს“ – განმარტავს ლავროვი.

 

მსგავსი თემები