ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი ყველაფერს დაკარგავს, მათ შორის, აფხაზეთსაც

„მთელი ისტორიაა – კავკასია კავკასიაა, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველებიმოლდოველები, უკრაინა კი უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორიაა… პუტინი ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც“ – ეს სიტყვები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ეკუთვნის.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, გავლენის დაკარგვა ყველა მიმართულებას შეეხება.

„პუტინს მრავალვექტორული მიდგომა აქვს რუსეთის საკითხზე, რუსეთის ადგილზე მსოფლიოში, რუსეთის ფედერაციის ლიდერობაზე და ყველა იმაზე, ვინც რუსეთისაგან წავიდა და ვისაც აქვს უფლება, იყოს არა რუსეთი. უკრაინა სახიფათოა ბევრი თვალთახედვით. პირველ რიგში, ეს ეხება რუსული ენის გავლენის დაკარგვას. მან დაკარგა რამდენიმე მილიონი რუსულენოვანი მოსახლეობა. მას სურს, რომ ეს ყველაფერი დააბრუნოს ძალის გამოყენებით. ზუსტად იცის, როგორი ხალხიც არის აქ. ამბიცია იმისა, რომ „საბჭოთა კავშირის აღდგენა მინდა… რამდენი ხნის სიცოცხლე დარჩა? ნებისმიერ ადამიანს რომელიც 70-80 წლისაა, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს. აფხაზეთსაც, რუსეთი რა თქმა უნდა ყველაფერს დაკარგავს,”-  აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები