“შეიძლება ახალი ვარიანტი გამოჩნდეს, რომელიც რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას”- ამის შესახებ თსსუ–ს პროფესორმა და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ხელმძღვანელმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.
პროფესორის შეფასებით, სხვა ქვეყნებში ინფიცირებულთა რიცხვის მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია.
“ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, სამხრეთ აზიის ასევე რამდენიმე ქვეყანაში სწორედ ახლა არის ინფიცირების პიკური მაჩვენებელი. ისეთი ქვეყნები როგორიც არის გერმანია, სამხრეთ კორეა, ჰონგ–კონგი და ა.შ. შესაძლებლობა იმისა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ისევ გამოჩნდეს ახალი მუტაცია, რა თქმა უნდა, არსებობს. ჯანმო სწორედ ამაზე გვაფრთხილებს, ვინაიდან ჯერ კიდევ ბევრია ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა დიდია, ვაქცინირებულთა რაოდენობა მცირე და სწორედ ეს არის ის ქვეყნები, სადაც შესაძლოა,ახალი მუტაცია განვითარდეს. ასე რომ, უახლოეს პერიოდში პანდემიის დასასრულის გამოცხადება საკმაოდ ადრეა. თუ ახალი მუტაცია გამოჩნდა, ეს რადიკალურად შეცვლის ვითარებას“- განაცხადა ივანე ჩხაიძემ ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.