მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ბილეთის აღებისა და საქართველოში ჩასვლისკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მუხტი იწევა, განწყობა საბრძოლოა და გამარჯვება ახლოს არის. შესაბამისად, სააკაშილი ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. „მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღოთ და საქართველოში ჩახვიდეთ, ახლა წყდება საქართველოს ბედი. იგივეს გაკეთებას ვაპირებ. ვისაც არ შეუძლია იმის გამო, რომ დოკუმენტები არ აქვს წესრიგში, სამსახური არ აძლევს ამის საშუალებას, დაურეკეთ ახლობლებს და ნათესავებს, უთხარით, რომ ყველანი არჩევნებზე მივიდნენ. არავინ ჩამოუშვას ხელები. ეს არის გადამწყვეტი დრო“ – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში. მისივე შეფასებით, მმართველი გუნდი შიდა კვლევებით სანუკვარ 43%-ს ვერ უახლოვდება. „ეს მათთვის…

მეტი...

„სკოლებსა და ბაღებში, კვების დროს ყველაზე დიდი რისკია დაინფიცირების“ – მაია ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„ყველა ქვეყანაში გაიხსნა სწავლა. მგონია, რესტორანზე უფრო სარისკო არ უნდა იყოს სკოლის გახსნა. არსებობს ვარიანტი, რომ ავადობამ მოიმატოს სკოლების გახსნის შემდეგაც“, – აღნიშნა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“. ექიმი ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არის ერთადერთი გზა ვურუსის შემდგომი ტალღების თავიდან ასაცილებლად.   „რადგანაც სკოლები და ბაღები იწყება, ეს ყველაფერი ძალიან მჭიდრო კავშირშია და კორელაციაშია ვაქცინაციასთან. თუ გვექნება 80%-იანი აცრა ვთქვათ სკოლის ყველა თანამშრომლისა, ვირუსის გავრცელებას ავირიდებთ. ასევე მნიშვნელოვანია, თუ სკოლაში არ იქნება კვების პროცესი და ეს ბავშვები ერთად არ შეჯგუფდებიან ჭამის დროს. რადგან…

მეტი...

ვირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 189 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 573 542. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 787 პირი ემსხვერპლა. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 497 შემთხვევა, აჭარა – 84, იმერეთი – 278, ქვემო ქართლი – 102, შიდა ქართლი – 119, გურია – 50, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 153, კახეთი – 220, მცხეთა-მთიანეთი – 49, სამცხე-ჯავახეთი – 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

მეტი...

ვირუსით 1 597 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 331 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 189 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.65% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  605 360-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.62% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.17%.

მეტი...

„მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს“ – ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში

„მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს: ჩვენი ნამდვილი ძალა თანამშრომლობასა და ერთობაშია, რის გამოც ჩვენს მტრებს უნდა ჩვენი გამიჯვნა და დაშორება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კრიზისია, ხოლო აქეთა მხარეს ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება, ახალგაზრდა თაობის წვდომა მსოფლიო კლასის განათლებაზე, უმაღლესი  დონის ინფრასტრუქტურა და აყვავებული ბიზნესი.  „ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეალურ ჰუმანიტარულ კრიზისს ვხედავთ.  ხოლო აქეთა მხარეს ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება, ახალგაზრდა თაობის წვდომა მსოფლიო კლასის განათლებაზე, უმაღლესი  დონის ინფრასტრუქტურა და აყვავებული ბიზნესი. ჩვენ იგივე შესაძლებლობები გვინდა იყოს…

მეტი...

„მოგმართავთ თხოვნით – დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით – დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია“,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. „რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს.  ჭეშმარიტად გლობალური მოქალაქის იდეისადმი ჩვენი ქვეყნის ერთგულებას წინ ვერაფერი დაუდგება და ვერც გარე ძალები შეაფერხებს, თუმცა ჩვენი  მრავალნაბრძოლი თავისუფლება…

მეტი...

“საქართველო მადლობელია ვაქცინების მწარმოებლებისადმი, რომლებმაც მოგვაწოდეს მარაგები” – ირაკლი ღარიბაშვილი

“საქართველო მადლობელია აშშ-ის, ევროკავშირის, ჩინეთის და ვაქცინების მწარმოებლებისადმი, რომლებმაც მოგვაწოდეს მარაგები ქართველი ხალხის ჯანმრთელობის დასაცავად” -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, გლობალური პანდემიის პირობებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ჩატარება მისასალმებელია, რადგან უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი შეკრება ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. „მივესალმები გაერთიანებული ერების გადაწყვეტილებას გენერალური ასამბლეის ჩატარების შესახებ ამ ნამდვილად გლობალური პანდემიის პირობებში. სხდომის ჩატარებისგან თავის შეკავების ნაცვლად, ყველამ გავაცნობიერეთ, რომ უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი შეკრება ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ შეხვედრის მნიშვნელობა უდავოდ დიდია. სამყარო კვლავ…

მეტი...