„როცა მაჩანჩალა ქვეყანა ხარ, როცა შიგნით არ შეგიძლია დაალაგო, არაფერი არ გამოგივა“ – მეუფე

„იცით ჩემი და მისი ურთიერთობა, წარმატებული პრემიერი იყო“ – აცხადებს  ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით და ურჩევს, ქვეყანას მიხედოს.

„პრემიერზე რომ მეკითხებით,  იცით ჩემი და იმისი ურთიერთობა, წარმატებული პრემიერი იყო. ყოველთვის ახლო ურთიერთობა გვქონდა. თუნდაც, მელიაზე გადაწყვეტილება რომ მიიღო, რომელიც მძიმე გადაწყვეტილებაა, რთულია და უნდა მიხედონ სახელმწიფოს. მთავარი ის კი არაა, ვინ იქნება პარლამენტში, სიღარიბეა და შიმშილი რომ არ დაიწყოს, ხალხს უნდა გავუფრთხილდეთ“ – განაცხადა მეუფემ საკვირაო წირვის შემდეგ.

მისი თქმით, ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში დიდი პრობლემაა და იცოდა, რომ ასეც იქნებოდა.

„ისრაელში, პოლიტიკური დაპირისპირება აქვთ, მაგრამ 85% აცრილია. როგორც გავიგე კლასიკური ვაქცინები აქვთ, ოთხჯერ და ხუთჯერ მეტი ღირს. იზრუნეს თავისი ერისთვის. მე არც ველოდებოდი, არ მჯერა ხოლმე, რასაც გვეუბნებიან. როცა მაჩანჩალა ქვეყანა ხარ, როცა შიგნით არ შეგიძლია დაალაგო, არაფერი არ გამოგივა“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი თემები