„გვიზიანდება სამედიცინო პერსონალი“ – დღეს დილისთვის ინფიცირებულა 123 მედპერსონალი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევები მზარდია.  დილის მონაცემებით კი ინფიცირებულია 123 სამედიცინო პერსონალი.   

„სამიზნე ჯგუფებიდან ყველაზე მეტი ინფიცირებული არიან სიმპტომებიანი ადამიანები 1731-დან 73% -1272 გახლავთ სიმპტომებიანი პაციენტი. სამწუხაროდ, გვიზიანდება სამედიცინო პერსონალი. დღევანდელი დილისთვის 123-ია ასეთი. სამწუხაროდ, იცით, რომ გარდაგვეცვალა ერთი ჩვენი კოლეგა, სასწრაფოს ექიმი. ასევე, სხვა რისკჯგუფებში, ე.წ. კონტაქტურიანებში დაახლოებით 299 ადამიანი არის დადებითი“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები