დაჭრის ფაქტი ოზურგეთში, დაშავებულია ორსული ქალი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ორსული ქალი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მეზობლების თქმით, ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, დედას და ბავშვს საფრთხე არ ემუქრება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები