“ყველა ის ექიმი, რომელიც ამოწმებს მგზავრებს, დაცულია და აქვს შესაბამისი ფორმა” – ამირან გამყრელიძე

  •  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა, ტყუილია.

მისი თქმით, პირველი და მეორე რიგის თავდაცვის საშუალებები მარაგშია.

„ყველა ის ექიმი, რომელიც დღეს ესაუბრება მგზავრებს, დაცულია და აქვს შესაბამისი ფორმა, მაგრამ თუ გამოვლინდა მსგავსი სიმპტომები, მაშინ კიდევ უფრო მაღალი დაცვის საშუალებები არსებობს, რომლის მარაგი ქვეყანას აქვს,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები