კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციების გაშენებას გეგმავს

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოდის.  ის, რომ პირველი უცხოური ინვესტიციის განხორციელების ადგილად კომპანიამ საქართველო შეარჩია, პრემიერ-მინისტრ  მამუკა ბახტაძისა და Camille Bloch-ის აღმასრულებელ დირექტორის, დანიელ ბლოხის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.  კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციების გაშენებას გეგმავს. სწორედ ქართული თხილით აწარმოებს ის ცნობილ პროდუქტს – “რაგუსა”, რომელიც პირველად ბაზარზე რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა.  Camille Bloch-ის ხელმძღვანელი პროექტის წარმატებაში დარწმუნებულია და იმედოვნებს, რომ მისი განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.  შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი, რომელსაც არსებობის 80-წლიანი ისტორია აქვს, წლიურად 3 700 ტონა შოკოლადს აწარმოებს, რომლის მეოთხედი…

მეტი...

არ გვჭირდება ტყუილი ჭკუის სწავლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ რეზოლუცია  მიიღო და მასში შევიდა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებული ცვლილებები, რომლებიც „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმცირესობის წევრების მიერ, ერთობლივად არის ინიცირებული. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.​​თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის სერგი კაპანაძის განცხადებას, რომლის თანახმად, მმართველი გუნდის წევრებმა ასამბლეის სხდომაზე „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. „საკითხის აღმოჩენა „მაგნიტსკის სიაში“ და რეზოლუციაში იყო ჩვენი თანაინიციატივა, ეს იყო ორპარტიული პოზიცია. ამ საკითხის განხილვის დროს, მე პირადად ვმონაწილეობდი გადაწყვეტილების მიღების დროს და კენჭისყრაში. ამ საკითხს მხარი დავუჭირე და მთლიანად, დელეგაციამ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა…

მეტი...

თამარ ჩუგოშვილი: „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას აქვს არათუ ჩვენი მხარდაჭერა, არამედ ამ ცვლილების თანაავტორები ვართ

„მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებულ ცვლილებას – როდესაც ემატებოდა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ და რომელზეც ახლა „ევროპული საქართველო“ საუბრობს – საქართველოდან ჰყავს ოთხი ინიციატორი – ორი უმცირესობიდან: დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი; ორი – უმრავლესობიდან: დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე, ანუ ეს ცვლილება თანაინიცირებულია.”  მაის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ არცერთმა წევრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მხარი არ დაუჭირა „მაგნიტკის სიასთან“ დაკავშირებულ რეზოლუციას. “ამ საკითხს ჩვენ მხარდაჭერა აქვს და კენჭისყრიდანაც ჩანს. მთავარი ის არის, რომ ამ საკითხს არათუ ჩვენი მხარდაჭერა აქვს,…

მეტი...

დიმიტრი ხუნდაძე: არ მომწონს ტერმინი – „ძველები და ახლები“, ეს გუნდს ხელოვნურად ჰყოფს“  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ყველას და მათ შორის ჟურნალისტებსაც, ტერმინს უწუნებს. დეპუტატი თვლის, რომ სწორი პოზიცია არის ის, რაც თავისუფალია ძველი თუ ახალი ვალდებულებებისგან: “არ მომწონს ტერმინი – ძველები და ახლები, ეს ტერმინი ხელოვნურად ჰყოფს გუნდს. ყველა პარტიაში არიან ძველი და ახალი სახეები, რაც ბუნებრივი პროცესია, თუმცა, კონკრეტულ საკითხებზე, პირადი შეხედულებების გამო გუნდის წევრების დაყოფა „ძველებად“ და „ახლებად“, აბსურდული და მიუღებელია. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, ყველამ კარს მიღმა უნდა დავტოვოთ ჩვენი პირადი ინტერესები, ემოციები, ამბიციები და ცივ გონებაზე მივიღოთ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რაც წაადგება ქვეყანას და საზოგადოებას. გუნდის…

მეტი...

MAN -ის ავტობუსის მძღოლებისა და კონტროლიორებისთვის სპეციალური ფორმები შეიკერება

​თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს სთხოვა,​ დედაქალაქში მოძრავი ახალი ლურჯი ავტობუსების მძღოლებისთვის სპეციალური ფორმები შეიქმნას.  ​ როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, კომპანია MAN -ის ახალი ავტობუსები თბილისში 2016 წლიდან გამოჩნდა და მძღოლებისთვისაც სპეციალური ფორმები შეიქმნა. თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარია ახალი დიზაინის შექმნაზე. სპეციალური სამოსი შეიქმნება არა მარტო ავტობუსის მძღოლებისთვის, არამედ კონტროლიორებისა და სატრანსპორტო კომპანიის სხვა თანამშრომლებისთვისაც.  რაც შეეხება თბილისში ახალი მარშრუტების შექმნას და არსებულზე ავტობუსების დამატებას, მათივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით მიმდინარეობს კვლევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.   გერმანული კომპანია MAN -ის მიერ, სპეციალურად თბილისისთვის აწყობილი ახალი ავტობუსები დედაქალაქში…

მეტი...

ემიგრაციაში მოკლული ქართველი ხელოვანის ნამუშევრები – ფოტოკოლაჟი

ქართველი ემიგრანტი ქალი, თამარ მოდებაძე იტალიაში, ქალაქ ნაპოლში, საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს. თამარ მოდებაძე უცხოეთში მოთხოვნადი და პოპულარული მხატვარი იყო. მისი ნამუშევრები ევროპის სხვადასხვა მუზეუმებშია გამოფენილი. 

მეტი...

ემიგრანტი ქართველი მხატვარი იტალიაში, წამებით მოკლული იპოვეს

ქართველი ემიგრანტი ქალი, თამარ მოდებაძე იტალიაში, ქალაქ ნაპოლში, საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს. თამარ მოდებაძე უცხოეთში მოთხოვნადი და პოპულარული მხატვარი იყო. მისი ნამუშევრები ევროპის სხვადასხვა მუზეუმებშია გამოფენილი. როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, სერიოზული აღიარების მიუხედავად, თამარ სიხარულიძე ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო, არ უყვარდა საკუთარ თავზე ლაპარაკი და მიაჩნდა, რომ ნიჭიერება და ადამიანობა უბრალოებაშია. ​ქართველი ემიგრანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “ემიგრანტთა იმედის” ხელმძღვანელი შოთა სიხარულიძე ინფორმაციას ავრცელებს და იმედოვნებს, რომ სალვინის უწყება ამ ფაქტს გამოიძიებს, ხოლო დამნაშავეებს მკაცრად დასჯიან.  თამარ მოდებაძე მხატვარი იყო. იგი “ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის”…

მეტი...

საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვმა, სავარაუდოდ, სადეზინფექციო ხსნარი დალია

ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვმა, სავარაუდოდ, სადეზინფექციო ხსნარი დალია.  როგორც ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანების დირექტორი მამუკა შამილიშვილის აცხადებს, ძიძა დილით სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებდა, რა დროსაც ხსნარი სამზარეულოში ჰქონდა შეტანილი, ამ დროს 4 წლის ბავშვი სამზარეულოში შევიდა და ძიძას წყლის დალევა სთხოვა. 4 წლის ბავშვმა წყლის მიწოდებამდე ხსნარი აიღო და სავარაუდოდ დალია. „გრიპის სეზონთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში ვიმყოფებით. დეზინფექცია საბავშვო ბაღის ჯგუფებში ყოველ დღე ტარდება. ძიძამ დილით ბავშვების მოსვლამდე დეზინფექცია ჩაატარა. დარჩენილი ხსნარი ჭურჭელში, რომელიც რა თქმა უნდა, წყალში გაზავებული იყო, სამზარეულში შეიტანა. ამ დროს ბავშვი სამზარეულოში შევიდა და წყალი მოითხოვა.…

მეტი...

მიკროავტობუსებისთვის გაჩერებები თბილისის რამდენიმე ქუჩაზე კიდევ განისაზღვრება

თბილისის 14 ქუჩას, უახლოეს მომავალში, კიდევ რამდენიმე ქუჩა შეემატება, სადაც მიკროავტობუსებს მგზავრების ქაოსურად აყვანა და ჩამოსმა აეკრძალებათ. მგზავრის მომსახურების ვალდებულება მათ მხოლოდ კონკრეტულ გაჩერებებზე ექნებათ. თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროს მამუკა მუმლაძეს შერჩეულ ქუჩებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დაავალა. როგორც კალაძე აცხადებს, თბილისში შარშან, საპილოტე პროექტი განხორციელდა. შეირჩა 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს სხვადასხვა ადგილას გაჩერება ეკრძალათ და მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გაჩერებებზე, მოსაცდელებში აქვთ უფლება, მგზავრი ჩამოსვან ან აიყვანონ. “ეს ყველაფერი მოძრაობისა და ქვეითების უსაფრთხოების მიზნით გაკეთდა, რომელმაც საკმაოდ გაამართლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

სამგორის რაიონში სამხედრო დასახლებაში ახალი სტადიონი და სკვერი მოეწყობა

თბილისის სამგორის რაიონში, მესამე მასივში მდებარე სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება. სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოწესრიგდება გზის საფარი, გაკეთდება ახალი სტადიონი და სკვერი. ,,ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად და დაცულად იგრძნონ.  მინდა დიდი სიხარულით ვამცნო მესამე მასივის მოსახლეობას, რომ ქალაქის მერის კახი კალაძის ინიციატივით, სამხედრო დასახლებაში გაზაფხულიდან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი იღებს სტარტს. სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგდება გზის საფარი, გაკეთდება ახალი სტადიონი და სკვერი”, – განაცხადა სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა.

მეტი...

ინვესტორის მხრიდან შანტაჟის ენით საუბარია მიუღებელია, უკვე ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ინვესტორებს ურჩევს შანტაჟის ენით საუბრისგან თავი შეიკავონ, რადგან არც  დედაქალაქის ამჟამინდელი მთავრობა და არც თბილისელები არ დაუშვებენ, ქალაქისთვის მნიშვნელოვან მწვანე სივრცეში, ვაკის პარკში 9-სართულიანი სასტუმროს აშენებას.   კახა კალაძე მადლობას უხდის ყველა აქტივისტს, ვინც წლების განმავლობაში იბრძვის ვაკის პარკის გადასარჩენად და მათ ჰპირდება, რომ ამისთვის, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს.   “ინვესტორი პირდაპირ გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ თურმე, ხელებს ვუგრეხთ. ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით. ჩვენთვის, ქალაქის და თბილისელების ინტერესები უპირველესია და ინვესტორს არასდროს ისე არ მოვექცევით, რომ…

მეტი...

“ეკა ბესელიას გარიცხვა არასერიოზულია, ის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია“ – შოთა ხაბარელი

დეპუტატ შოთა ხაბარელის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დღის წესრიგში ეკა ბესელიას გუნდიდან გარიცხვის საკითხი არ განიხილება. როგორც შოთა ხაბარელმა “მედიაცენტრ მთავარში” აღნიშნა, “ქართულ ოცნების” ძველმა გვარდიამ, 2012 წელს ისტორიული მომენტი გაიარა, აქედან გამომდინარე ძველებისა და ახლების თემა დღის წესრიგიდან ამოღებული უნდა იყოს. “ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი არ არის სერიოზული თემა. ის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ, აქედან გამომდინარე, მის აზრს, გარკვეულწილად, მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, საკითხის გარშემო ჯანსაღი მსჯელობა გაიმართება და თემა დღის წესრიგში არ დადგება,” – აღნიშნა ხაბარელმა „მედიაცენტრ მთავარში“. რაც შეეხება პარტიაში ახალი სახეებისა და ახლაგზარდების შეყვანას, დეპუტატი ფიქრობს,…

მეტი...

უსინდისო კანონიც უნდა შეიცვალოს და უსინდისო განაჩენის მიმღები მოსამართლეც – მირიან წიკლაური ​

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციან სიას, სანამ მათ მიმართ არსებულ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა.   როგორც მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უსინდისო კანონიც კი უნდა შეიცვალოს, არა თუ მოსამართლე, რომელიც უსინდისო განაჩენს გამოიტანს.  “არსებობს სულხან მოლაშვილის, გირგვლიანის და სხვა გახმაურებული საქმეები, სადაც მოსამართლეებმა მაშინდელი ხელისუფლების საამებელი გადაწყვეტილებები მიიღეს. თუ ისინი ცამდე მართალი ადამიანები არიან და მათ წინააღმდეგ აგორებული კამპანია მხოლოდ ჭორია და ისინი ცილისწამების მსხვერპლნი არიან, მე მათ მხარს დავუჭერ. ამ მოსამართლეების მიმართ გარკვეული კითხვები მაქვს. კითხვები აქვს საზოგადოებას,…

მეტი...

„პრეზიდიუმი უნდა შეიკრიბოს და მიიღოს გადაწყვეტილება“ – შოთა ხაბარელი მოჭიდავეებზე

„ცუდია ის ყველაფერი, რაც ჭიდაობის ფედერაციაში ხდება, კარგია ის, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. მსჯელობა შიგნით უნდა წავიდეს და პრეზიდეიუმმა სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს“ – აღნიშნა „მედიაცენტრ მთავარში“ ყოფილმა სპორტსმენმა და დეპუტატმა შოთა ხაბარელმა. დეპუტატის შეფასებით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი უნდა გადადგეს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტი არ არის და პრეზიდიუმი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ მსგავსი საკითხები განიხილოს. „სპორტსმენების ერთმანეთის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება საზოგადოებაზე ცუდი კუთხით მოქმედებს. ნამდვილად ცუდია ის, რაზეც ეხლა ვსაუბრობდით, ძალადობა მიუღებელია და უნდა დამთავრდეს. უნდა წავიდეს მსჯელობა შიგნით. იქ არიან ძალიან საღად მოაზროვნე ადამინები, რომლებსაც საკითხის ჯეროვნად გადაწყვეტა…

მეტი...

ბრძოლამ შედეგი გამოიღო, ძველი გვარდია ისევ ბრძოლისუნარიანია – მირიან წიკლაური ​

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური მმართველ გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარტია ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად საჭიროებს გადახალისებას, თუმცა, ეს არ ნიშნავს ძველი სახეების ჩრდილში მოქცევას.  როგორც მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძველებთან ერთად ახალი სახეებიც უნდა ჩნდებოდეს, თუმცა, ისინი უნდა იყვნენ ისეთები, რომლებიც პარტიის ინტერესებს შეესაბამება და მიზნების განხორციელებაში წაადგება.  “როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, მოუწოდა პირველ რიგში ძველ გვარდიას, ანუ იმ ძველ სახეებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით მოიტანეს დღევანდელი დღე. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დროს მძიმე იყო ბრძოლა, მე ვიტყოდი სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა თითოეული…

მეტი...

„ძლიერები არ ძალადობენ“ – შოთა ხაბარელი ჭიდაობის ფედერაციაში დაპირისპირებაზე

“საკითხის გადაგორება არ უნდა მოხდეს. სამინისტრომ შედეგი უნდა დადოს, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ. ძლიერები არ ძალადობენ. ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ სფეროში, მითუმეტეს, სპორტში,” – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა ხაბარელმა “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა. შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო კუთხით მუშაობაა საჭირო, რომ კანონში მკაცრად იყოს გაწერილი ის დისციპლინა რომელიც სპორტში დაარეგულირებს სიტუაციას: “ყველამ ნახა რა პროცესები განვითარდა ჭიდაობის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ სიღრმისეულად შესასწავლია ეს თემა. გამოძიება დაწყბულია და დარწმუნებული ვარ, მომხდარი სატანადოდ შეფასდება. რადგანაც ეს თემა საკმაოდ სენსიტიური, სიტუაცია უნდა დამშვიდდეს.“ დეპუტატი და ყოფილი სპორტსმენი შოთა ხაბარელი პროცესებში სპორტის სამინისტროს…

მეტი...

“ეკა ბესელია იმ გუნდის წევრია, რომელმაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოიყვანა” – მირიან წიკლაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოყვანაში ეკა ბესელიას დიდი წვლილი მიუძღვის. მან ამისთვის დიდი შრომა გასწია და როდესაც უმრავლესობაში რაიმე საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება, ბესელიას მოსაზრებები გასათვალისწინებელია, ისევე, როგორც გედი ფოფხაძის.   წიკლაურის აზრით, არასწორია დამოკიდებულება, რომ პარტიიდან იმ დეპუტატების გარიცხვის საკითხი დადგეს, რომლებიც არ იზიარებენ თანაპარტიელების ზოგიერთ მოსაზრებას.  ​როგორც მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია. აღნიშნულ სიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მასაც აქვს და მიაჩნია, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესი სხვაგვარად უნდა წარიმართოს. “ცოტა…

მეტი...

„საკითხების ნაწილი გრძელვადიან განხილვას მოითხოვს, რომ შედეგი დადგეს“ – შოთა ხაბარელი

N13 ოლქის სამგორის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის შოთა ხაბარელის ბიუროში მაჟორიტარი დეპუტატი მოქალაქეთა მიღება განახლდა. დეპუტატი მოქალაქეებს ყოველკვირეულ რეჟიმში შეხვდება და მათთვის პრობლებურ, საინტერესო და პროირიტეტულ საკითხს განიხილევას. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ დეპუტატის ბიუროდან აცნობეს, ამჯერად, მიღებაზე მოსულმა მოქალაქეებმა რამდენიმე პრობლემური საკითხი დააყენეს. ესენია: სპორტული მოედნის მოწყობა; ავარიული ბინებიდან ქირით გაყვანა და დასაქმება. როგორც შოთა ხაბარელი აღნიშნავს, მოქალაქეების მხრიდან წამოწეული საკითხები უყურადღებოდ არ დარჩება, თუმცა, საკითხების ნაწილი გრძელვადიან განხილვას მოითხოვს, რომ შედეგი დადგეს.მხოლოდ მუნიციპალიტეტში დადე. ფოტოებიუ მაილზეა.

მეტი...

მიჯრით მიდგმული კორპუსები, უპირველესად მოსახლეობას უქმნის საფრთხეს – არქიტექტორი

არქიტექტორი მერაბ გუჯაბიძე, თბილისში მიმდინარე ქაოსურ მშენებლობებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სიმჭიდროვის შემცირების გამო უგულვებელყოფილია სამშენებლო ნორმები და სტანდარტები, რაც უპირველესად საფრთხეს ქალაქის მოსახლეობას უქმნის. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მერაბ გუჯაბიძემ განუცხადა, ძველი სამშენებლო ნორმები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში იმის გამო იწუნებენ, რომ საბჭოთა სისტემის მოგონილი ჰგონიათ, გაცილებით კვალიფიციური და ადამიანური იყო.  მისივე თქმით, ძველი სტანდარტების თანახმად, ქალაქში მშენებლობებისას მკაცრად უნდა ყოფილიყო დაცული სიმჭიდროვე, კერძოდ, ფეხით რამდენი წუთის სავალზე უნდა ყოფილიყო ბაგა-ბაღი, სკოლა, პოლიკლინიკა, და სხვა. რამდენი მოსახლე გაჩნდებოდა ახალ დასახლებაში, რამდენი ავტომობილი ეყოლებოდათ და ქუჩების ქსელი იყო ამაზე გათვლილი თუ არა.   “​თანამედროვე სამშენებლო…

მეტი...