30 000 ევრო ქალაქ პრეზიჩეში დასახლების სანაცვლოდ – იტალიის მთავრობის ინიციატივა

იტალიის მთავრობა იმ ადამიანებს, რომლებიც ქალაქ პრეზიჩეში დასახლდებიან 30 000 ევროს გადაუხდის. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

თანხას მიიღებს ის ადამიანი, ვინც ქალაქ პრეზიჩეში სახლს შეიძენს და მცხოვრებლად დარეგისტრირდება. გრანტის მიღების მთავარი პირობა ისაა, რომ თანხა შეძენილი საცხოვრებლის ღირებულების მინიმუმ 50%-ის დასაფარად ან უძრავი ქონების განახლებაზე დაიხარჯოს.

მთავრობის ინიციატივის მიზანია, ქალაქ პრეზიჩეში მცხოვრებთა რაოდენობა გაიზარდოს.

ქალაქი პრეზიჩე აპულიის რეგიონში მდებარეობს. ამ ეტაპზე ქალაქში 10 ათასზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს.

მსგავსი თემები