“ხელმოცარულობა განაპირობებს ასეთ გაუგონარ რამეს“, – მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტარზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ხელმოცარულ ადამიანს უწოდებს და აცხადებს, რომ არ იტყვის, რასაც მასზე ფიქრობს.

„ახლა თავში მილიონი რამ მიტრიალებს, მაგრამ უმჯობესია, საზოგადოებას პატივს ვცემ და რასაც ვფიქრობ, არ გეტყვით. უცნაური ამბავია, რომ ეს ადამიანები საკუთარ თავს პერსონალური თავდასხმის უფლებას აძლევენ. ვაითუ, მიზეზი ისაა, რომ ხელმოცარული აღმოჩნდა იმ ლობისტურ საქმიანობაში, რომელსაც დიდი ხანია ეწევა“ – აცხადებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დეპუტატი ევროდეპუტატს „ნაციონალური მოძრაობის“ ლობირებაშიც ადანაშაულებს.

„არაერთხელ გვისაუბრია, რომ დაკავებული არიან აქტიური ლობისტური საქმიანობით, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის”, რაც ძალიან ცუდი ამბავია. როგორც ჩანს, ამ სივრცეში ხელმოცარულობა განაპირობებს ასეთ გაუგონარ რამეს“, – აცხადებს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით შემდეგი გზავნილი გაავრცელა: „ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ ამაზე ქვემოთ აღარ დაეშვება, ის უფრო დაბლა ეშვება და მეტ ტყუილს ამბობს. საწყალი საქართველო. მისი ხალხი უკეთესს იმსახურებს. მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, რაც უნდა დაბლა დაეშვან ისინი”, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

 

მსგავსი თემები