,,სალომე ზურაბიშვილს ან ინფორმაციას არ აწვდიან, ან თავად არის რაღაც სხვა მოდელირებულ საქართველოში”- ირაკლი ზარქუა

,,პრეზიდენტის მხრიდან საგარეო კრიტიკას რაც შეეხება, მგონი, სალომე ზურაბიშვილს ან ინფორმაციას არ აწვდიან, ან თავად არის რაღაც სხვა მოდელირებულ საქართველოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ისურვებდა, რომ სალომე ზურაბიშვილი უფრო მეტად ინფორმირებული იყოს.

„საკონსტიტუციო სარჩელი განპირობებული იყო იმით, რომ გაერო-ში ელჩის დანიშვნას გაუგებრობა მოჰყვა. ვთქვით, რომ ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეწყვიტა, რათა ინტერპრეტაციები არ მოჰყოლოდა. პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ელჩი დანიშნა. მგონია, რომ სასამართლო დისკუსია ბოლომდე უნდა მივიდეს, რათა ხვალ და ზეგ ანალოგიური შემთხვევა არ მოხდეს და სახელისუფლებო შტოს რომელიმე წარმომადგენელმა განსხვავებულად არ წაიკითხოს, მომავლისთვის დაზღვეული ვიქნებით. საგარეო კურსზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. მგონია, რომ ეს სარჩელი ბოლომდე უნდა მივიდეს და შავით თეთრზე დაწერილს სწორად უნდა ვკითხულობდეთ ხელისუფლების ყველა შტო. ელჩების დანიშვნა როგორც აქამდე ხდებოდა, ზუსტად იგივე პრაქტიკით და მიდგომით ხდება ახლაც. გაერო-სთან დაკავშირებით იყო გაუგებრობა, რასაც სარჩელი მოჰყვა. თუ დარღვევა არის და განსხვავებული მოსაზრებები, საკონსტიტუციო მოსამართლემ გადაწყვიტოს.

რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან საგარეო კრიტიკას, მგონი, სალომე ზურაბიშვილს ან ინფორმაციას არ აწვდიან, ან თავად არის რაღაც სხვა მოდელირებულ საქართველოში, რადგან მაკა ბოჭორიშვილი დანიკოლოზ სამხარაძე ევროპაში არიან, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ვენაში, ზოგი იტალიაში. რა შესაძლებლობაც გვქონდა, გამოვიყენეთ, რომ გაერო-სა და ბრიუსელში მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ. წესით, ეს ინფორმაცია პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. ვისურვებდი, უფრო მეტად ინფორმირებული იყოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

,,გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქ უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი, რაც ჩვენ მიმართ შეიქმნა”- სალომე ზურაბიშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები