„ომი გრძელდება, დაშავებულთა რიცხვი იზრდება“ – ევროკავშირი მინისტერიალისთვის ემზადება

დამატებით, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა უკრაინისთვის, რომ ომი შეჩერდეს – ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მინისტერიალზე განიხილავენ. როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, ევროკავშირმა ამ ომის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

„თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ უკვე საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ვისაუბრებთ უკრაინაზე. ამ თემაზე თავის არიდება შეუძლებელია. უკრაინაზე ვსაუბრობდით სამხედრო გადასახედიდან, ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას და უკვე პოლიტიკური გადმოსახედიდან განვიხილავთ, რა ხდება, რა არის რუსეთის პოზიცია, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ ომის შესაჩერებლად. იცით, რომ ადგილზე ვითარება საკმაოდ დაძაბულია.  ომი გრძელდება, დაშავებულთა რიცხვი იზრდება,  ადამიანური ფასი, რომელსაც უკრაინა იხდის, აუწონელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ომის შესაჩერებლად“ – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

მისივე შეფასებით, ვიდრე ომი გრძელდება, მსოფლიო უნდა დაეხმაროს უკრაინას.

მსგავსი თემები