,,2018 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტების ნაკადი რუსეთთან შემცირებულია”- ლევან დავითაშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ტურისტების ნაკადი რუსეთიდან 2018 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია. მისივე თქმით, ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან აღდგენა ვერ მოხდა.

„საკმაოდ კარგად აღდგენილი ტურიზმი – აქაც ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ხშირ შემთხვევაში, აღქმები რეალობასთან თანხვედრაში არ არის. კერძოდ, ის რომ ჩვენ ახალი ტურისტული ნაკადების მიღება შევძელით, სამწუხაროდ, სრულად ვერ მოვახდინეთ ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან აღდგენა. ხშირად საუბარია ხოლმე რუსეთზე და თუ ნახავთ, 2018 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია ტურისტების ნაკადი რუსეთთან ასე, რომ აღქმები რეალობასთან კავშირში არ არის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები