კიევისკენ 50-მდე რუსული ტანკი მიემართება

ამ წუთებში, უცხოური მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ კიევის მიმართულებით 50-მდე რუსული ტანკი მიემართება.

მანამდე კი განცხადება უკრაინის საგარეო მინისტრმა გააკეთა და უკრაინაში მიმდინარე პროცესები 1941 წელს შეადარა.

„საშინელი რუსული სარაკეტო დარტყმა კიევზე. ბოლოს მსგავსი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც მას თავს ნაცისტური გერმანია დაესხა. უკრაინამ დაამარცხა ის ბოროტება და დაამარცხებს ამასაც. შეაჩერეთ პუტინი. მოახდინეთ რუსეთის იზოლირება. გაანადგურე ყველა კავშირი. გაწყვიტეთ ყველა კავშირი. რუსეთი გააგდეთ ყველაფრიდან,” – აღნიშნავს დმიტრო კულება “ტვიტერზე”.

რუსული მხარის ინფორმაციით, მათ მხარის დანაკარგი 800 ჯარისკაცს აღემატება.

 

მსგავსი თემები