ამერიკა ევროპას აძლიერებს და ჯარისკაცებსა და საჰაერო გამანადგურებლებს აგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთთან დიპლომატიური  რესურსის ამოწურვის შემდეგ, სხვაგვარ მოქმედებაზე გადადის. კერძოდ, ხედავ რა უკრაინის მიმართულებით სამხედრო აგრესიისთვის მზადებას, ევროპას აძლიერებს და შესაბამის ძალებს აგზავნის.

ამ ეტაპზე, საუბარია 800 ქვეითი ჯარისკაცის გაგზავნას ბალტიის რეგიონში და რვა F-35 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავის გაგზავნაზე ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე.

თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, ძლიერდება ბალტიის რეგიონი და პოლონეთიც, სადაც აშშ დამატებით მოიერიშე შვეულმფრენებს გაგზავნის.

როგორც ჯო ბაიდენი განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება მან  რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საპასუხოდ მიიღო.

 

მსგავსი თემები