უკრაინის საბანკო სისტემაზე კიბერთავდასხმაში ბრალდებული რუსეთია, თავად რუსეთი ბრალს უარყოფს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილის,  ენ ნოიბერგერის განცხადებით, უკრაინის საბანკო სისტემაზე რამდენიმე დღის წინ განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას.

“უკრაინის ბანკებზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერშეტევებზე პასუხისმგებელი რუსეთის მთავრობაა. გვაქვს ტექნიკური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო, „გრუ”, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა უკრაინაში არსებულ IP მისამართებსა და დომენებზე დიდი მოცულობის შეტყობინებების გადაცემასთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა ნოიბერგერმა.

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო გაერთიანებული სამეფოს მთავრობამაც დაადანაშაულა. რუსული მხარე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ რუსეთს უკრაინაში განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მსგავსი თემები