“დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება უკვე მიიღო”, – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მისი თქმით, რუსეთი ამის განხორციელებას მოდევნო დღეებში აპირებს. ბაიდენს ჯერ კიდევ აქვს საკითხის დიპომატიურად მოგვარების იმედი.

მისი თქმით, რუსეთმა დეზინფორმაციების გავრცელება შეიძლება უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენოს და მთავარ სამიზნედ კიევი ექნება.

“მაგალითად, გუშინ უკრაინაში საბავშვო ბაღი დაიბომბა, რომელზეც რუსეთი ამტკიცებდა, რომ უკრაინამ განახორციელა. ჩვენ ასევე ვხედავთ უფრო და უფრო მეტ დეზინფორმაციას რუსეთისგან. რუსეთს დაახოებით 150 000 ათასი ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული საზღვარზე, შესაბამისად უკრაინის შეტევითი პოტენციალი ძაიან მცირეა”, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დათანხმდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 24 თებერვალს ევროპაში შეხვდნენ ერთმანეთს

მსგავსი თემები