სად არის თბილისში მიწისძვრისთვის საშიში და სარისკო დასახლებები?! – სეისმოლოგის პასუხი

„თბილისში საშიში და სარისკო უბნები ბევრია, მაგალითად იგივე, ნაძალადევი“ – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“. სეისმოლოგის თქმით, მშენებლობები დიდი სიფრთხილითა და რელიეფის შესწავლით უნდა ხდებოდეს.

„თბილისში მთელი ნაძალადევი მეწყრული ზონაა, რელიეფი სადაც რთულია და შემდეგ იქ გარკვეული მიზნებით მშენებლობები ან გზების გაყვანა ხდება, ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს. აუცილებელია წინასწარი შესწავლა. ღრმაღელის მეტროსთან დაკავშირებული პრობლემები, იგივე, წყალი, რომელიც იქ ჩადის ესეც გარკვეულად აზიანებს იმ შენობების საძირკვლებს რომლებიც იქ მდებარეობს. განსაკუთრებით ძლიერი მიწისძვრა ამ პროცესებს ააქტიურებს“ – განაცხადა სესმოლოგმამედიაცენტრ მთავართან“.

როგორც ჯავახიშვილი ამბობს, მიწისძვრისგან ყველაზე ეფექტურ საშუალება მყარი და წესების დაცვით აგებული შენობა-ნაგებობებია.

სადაც კი რაიმე მეწყერის მომზადებული და არ იძვრის, მიწისძვრას შეუძლია დაძრას ყველაფერი. 8 ბალი ისეთი ძლიერი მიწისძვრაა, რომ ადამიანს ფეხზე დგომა უჭირს, შენობები სერიოზულად ზიანდება და ინგრევა, წესით ამაზე უნდ იყოს თბილისში შენობები გათვლილი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიწისძვრისგან დამცავი არის მყარი და კარგად ნაგები შენობა. რომელი ქვეყნებიც ამ მექანიზმებით წავიდნენ, იქ ძლიერი მიწისძვრების შემთხვევაშიც კი, მსხვერპლი არ არის. ძლიერ მიწისძვრას ყველგან იგრძნობთ, მთავარია ზიანი არ იყოს. ძალიან ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში შენობები კონსტრუქციულად არ უნდა დაზიანდეს, ბზარით კი შეიძლება ყველა შენობა დაიბზაროს, ეს შეკეთებადია“ – აღნიშნა სეისმოლოგმამედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

მსგავსი თემები